დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

742

მერიის ინფორმაციით, დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. უხვმა ნალექმა საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამორეცხა და ხიდს ბურჯი გამოაცალა.

აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს, სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

ხიდის რეაბილიტაცია 49 000 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ,,ენგურჰიდროსპეცმშენი“ ასრულებს. 

“ხიდზე მოძრაობა, რომელიც, ამ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალულია, უახლოეს პერიოდში აღდგება”,- აცხადებენ ჩხოროწყუს მერიაში.