ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა გზა მოასფალტდება

849

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა ცენტრალური გზის მოასფალტდებაზე გადაწყვეტილება ქარელის მერიამ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები და წყალგამტარი არხები. გზის სიგრძე დაახლოებით 5 კმ-ია.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მათივე ცნობით, სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ სოფელი რუისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.