ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაკანონიერად შეღება

666

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ჯერ უნებართვოდ ჩაატარა,  შემდეგ კი მისი გამოსწორება დაევალა, რისთვისაც ვადა აპრილის ბოლომდე მიეცა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

მერიის გადაწყვეტილებით, თებერვალში თამარ მეფის #9-ში არსებული შენობა მოეწყო,შეიღება შენობის ფასადის სამი მხარე, გამოიცვალა  ფანჯრები და დამონტაჟდა გარე განათება.

როგორც გამოცემა წერს, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქუთაისის მერიამ კი სხვისი საკუთრების რეაბილიტაცია ჩაატარა.ამასთან, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რეაბილიტაციაზე შესაბამისი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტომ მერიას ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად შედგენა დაავალა. სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, გარკვეულ შენობებზე სამუშაოები შეწყდა, თუმცა შემდეგ ისევ განახლდა.