ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო გაკვეთილები ნაქირავებ სახლში ტარდება

795

ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო, გაკვეთილები დროებით ნაქირავებ სახლში ტარდება. სკოლაში სულ 38 მოსწავლე სწავლობს. ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყობა ბიბლიოთეკა, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით ასევე, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ახალი სკოლით ძენწმანის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

რეაბილიტაციის ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური დაფარავს. საკითხზე მემორანდუმი აჭარის განათლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გასულ წელს გაფორმდა.