საგარეჯოს სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგური მოეწყობა

712

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ელექსტროსადგურის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 5 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურის დოკუმენტაციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ტენდერით შერჩეული კომპანია ვალდებულია, მზის პანელები შეიძენოს, ჩამოიტანოს და დაამონტაჟოს.