გრიგოლეთის ბაზა, რომლის რეაბილიტაციაშიც 400 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ სარემონტოა

გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 400 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ სარემონტოა. ბაზის გასაახლებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

ბაზა ორი წლის წინ, ზაზა ურუშაძის გამგებლობის პერიოდში რეაბილიტირდა, თუმცა ობიექტის ჩაბარებიდან მალევე, შენობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მათ შორის, მწყობრიდანაა გამოსული სველი წერტილები.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას საკრებულომ მხარი რამდენიმე დღის წინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 18 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო, ოთხმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის, სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 40000 ლარით შემცირების ხარჯზე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოებზე  ბიუჯეტიდან მიიმართება 20000 ლარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ბაზის სარემონტო სამუშაოებზე _ 20000 ლარი.

მსგავსი სიახლეები