2018 წელს იმერეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობით ქუთაისი ლიდერობს

461

2018 წელს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ქუთაისი ლიდერობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საპარლამენტო ქალაქს 7 621 632 ლარით 27 პროექტი დაუფინანსდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, თუმცა, ასევე, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბავშვო ბაღებისა და მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

კერძოდ, დაგეგმილია ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე №15 საბავშვო ბაღზე მიშენება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 159,600 ლარი გამოიყოფა. მიშენება გაუკეთდება, ასევე, ჩკალოვის ქუჩაზე არსებულ  №33 საბავშვო ბაღსაც, რასაც ცენტრალური ბიუჯეტი 167,200 ლარით დააფინანსებს.

ქუთაისში, ასევე, დაგეგმილია საყრდენი კედლის მოწყობაც. მაგალითად. შ. არაგვისპირელის №39, კლდიაშვილის №36, პ. იაშვილის ქუჩის №21 და თომაშვილის ქუჩის №9 მიმდებარედ, პეტრიწის N20- ქეთევან წამებულის მე-2 შესახვევის №2 , ქეთევან წამებულის №7-ში აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგფონდიდან გამოსაყოფი თანხა 102,827 ლარით განისაზღვრა. საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყობა მწვანე ყვავილას №9, №10, №36, №76-ში, რისთვისაც რეგფონდმა 160,525 ლარი გამოყო.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფასადების რეაბილიტაცია ჩაუტარდება წერეთლის 142-ს, თბილისის ქუჩის №33-სა და წმინდა ნინოს ქუჩის №6-ს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 170,453 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ბელიაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს 271,562 ლარი დაუჯდება.

მსგავსი სამუშაო, ასევე, ჩატარდება ვალერიან გუნიას ქუჩაზე, სადაც გზის ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად რეგფონდით 205,052 ლარით განისაზღვრა, ხოლო ტყიბულის მე-2, მე-3 შესახვევის, დ. თავდადებულის მე-2 შესახვევისა და თომაშვილის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა –  202,086 ლარით.

გზის ბეტონის საფარით მოწყობა გელათის მე-4 შესახვევშიც გაგრძელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 201,868 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გზის ბეტონის საფარით მოწყობა რეგფონდიდან 243,728 ლარით დაფინანსდება.

ასევე, დაგეგმილია ლესელიძის მე-2 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომლის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 260,950 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზისა და მწვანე ყვავილას №186, 188, 190, 192, 194, 196 ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობა მოხდება, რისთვისაც რეგფონდიდან 165,681 ლარია გათვალისწინებული, ხოლო წერეთლის ქუჩის მე-8 ჩიხის და ნინოშვილის მე-13 ჩიხის გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა 243,598 ლარით დაფინანსდება.

ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, მოიცავს ახალგაზრდობის მე-6 და მე-7 შესახვევების ბეტონის საფარით მოწყობას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 373,328 ლარია გამოყოფილი, ხოლო ზვიად გამსახურდიას მესამე ჩიხის გზის საფარის მოსაწყობად ღვარსადენთან ერთად რეგფონდმა 299,503 ლარი გაითვალისწინა.

ამავე ფონდიდან დაფინანსდება თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში, ეკლესიათან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, რომლისთვისაც რეგფონდიდან 263,977 ლარი დაიხარჯება, ხოლო ასლანიკაშვილის პირველი შესახვევის, ლესელიძის 1 ა ჩიხის და ე.გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობაზე – 243,656 ლარი.

2018 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ქუთაისში მდებარე თბილისის ქუჩა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად 912,970 დაუჯდება. ამავე ქუჩის პირველი ჩიხის, მე-2 და მე-4 ჩიხის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად რეგფონდიდან 91,941 ლარით დაფინანსდება, ხოლო თაბუკაშვილის ქუჩის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ჩიხის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად 274,978 ლარით განისაზღვრა.

2018 წელს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, მოიცავს ნიკეას ქუჩიდან სულხან-საბას ქუჩამდე შემაერთებელი გზის დარჩენილი ნაწილის მოწყობას, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 682,500 ლარია გამოყოფილი.

რეგფონდიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე, მოიცავს სპორტულ ობიექტებსაც. კერძოდ, ცენტრალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო ქუთაისში მინისტადიონების მოწყობაზე 617,500 ლარს დახარჯავს, ხოლო ტრენაჟორების მოწყობაზე 237,500 ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციაც მოხდება, რისთვისაც რეგფონდიდან 64,747 ლარია გამოყოფილი.

ასევე მოეწყობა ლიფტები, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 190,000 ლარი დაიხარჯება; მოხდება მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობა და ეს პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 237,500 ლარით დაფინანსდება. ქუთაისში სადარბაზოების მოწყობას კი რეგფონდი 285,000 ლარით დააფინანსებს.