ხვალ კვლევის – „2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 31 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“  მიერ მომზადებული კვლევის  – „2014 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ ანგარიშის პრეზენტაცია.

ანგარიში  მოიცავს  2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით  შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი –  ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი)  საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ, რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი საბიუჯეტო სახსრები და რა დადებითი/უარყოფითი ძვრები მოხდა მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“  მხარდაჭერით განხორციელდა .

მსგავსი სიახლეები