NDI: 18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია

1307

წინა სტატია

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 33%-ის თქმით კი, მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ამომრჩეველთა ასაკობრივ კატეგორიას, 18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია არჩევნებში, 51%-მა კი მონაწილეობა მიიღო. 36-დან 55 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გამოკითხულთა 27%-ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, 72%-მა კი მიიღო; 56 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კი აქტივობა ყველაზე მაღალი იყო – გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 77%-მა მიიღო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად