მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილს აწყობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილს მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამბავს მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მომარაგდება შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: შულავერი, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეითგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, მარეთი, არაფლო და იმირი.

აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.

რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 233 322 ლარი.

სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს.

პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 22 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები