ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან გარკვეული ჯგუფების მობილიზება ხდება

639

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან გარკვეული ჯგუფების მობილიზება ხდება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის პირადად შეესწრო მსგავს ფაქტს, ხოლო მობილიზებული ჯგუფები ძირითადად ამომრჩეველს “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“ქართული ოცნების” ხელწერაა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიებთან ხდება გარკვეული ჯგუფების მობილიზება. მობილური ჯგუფების მთავარი არსია, რომ მისულ ამომრჩეველს მოუწოდონ #41-ის შემოხაზვა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი