ქეშალოს სარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

613

საგარეჯოს საარჩევნო ოლქის სოფელ ქეშალოს 41–ე საარჩევნო უბანზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელსა და საუბნო კომისიის მდივანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა ირინა კასრაძემ განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ორგანიზაციის კოორდინატორს, უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,უბანზე მოვიდა ჩვენი კოორდინატორი, რომ მე ჩავენაცვლებინე. კომისიის მდივანი მოიკითხა, რომელიც გასული იყო უბნიდან. მოსვლის შემდეგ კომისიის მდივანმა სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ძალიან აგრესიული იყო. კომისიის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა”,- განაცხადა ირინა კასრაძემ.

წყარო: კახეთინიუსი

ფოტო: კახეთინიუსი