ახალციხის სოფელ ნაოხრებში დაპირისპირება მოხდა

627

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების 26-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” წევრები დაუპირისპირდნენ. “ევროპული საქართველოს” წარმომადენელი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია მას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მედიკო გოგოლაძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“უბნებთან დგანან და ხალხს ეუბნებიან 41-ნომერი შემოხაზეთო. გვავიწროებენ, გვაგინებენ და უბნის დატოვებით გვემუქრებიან,”- განაცხადა გოგოლაძემ.

სოფელ ნაოხრების საარჩევნო უბნის წევრები ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს არის საარჩევნო პროვოკაცია. საარჩევნო უბანთან იმყოფება ახალციხის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ვაჟა ჩიტაშვილი.

წყარო: იმედინიუსი