დმანისში „შენების მოძრაობის“ პლაკატები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს

1138

დმანისში „შენების მოძრაობის“ პლაკატები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს, ამბავს “შენების მოძრაობა” ავრცელებს.

“შენების მოძრაობის” დმანისის შტაბის უფროსი, ალექსანდრე ნონიაშვილი აცხადებს, რომ: “„ქართული ოცნება“ დმანისში განაგრძობს პროვოკაციებს და ამჯერად „შენების მოძრობის“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევითაა დაკავებული“.

ალექსანდრე ნონიაშვილის განცხადებით: “„დმანისში, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის საარჩევნო პლაკატები გუშინ ღამით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაშინ ჩამოხიეს, როდესაც მათი მერობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდნენ”, იგი აღნიშნულ ფაქტს თავად შეესწრო და პატრული გამოიძახა, რომელებმაც დააფიქსირეს ფაქტი და გადაიღეს ფოტოები.

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა „შენების მოძრაობის“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს დმანისში. დმანისელები კარგად ხედავენ თუ როგორ დაემსგავსა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც 2012 წელს ერთხელ უკვე ვუთხარით უარი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 21 ოქტომბერს ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“ – განაცხადა ნონიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დმანისში „შენების მოძრაობამ“ ყურანზე დავიცების ფაქტები გაახმაურა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა კომისიამ, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, მიმდინარეობს „შენების მოძრაობის“ მომხრეების დაშინება და პოლიტიკური დევნა, რომ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება და შეექმნებათ სხვა პრობლები თუ ხმას მისცემენ „შენების მოძრაობას“ და გოგი ბარბაქაძეს.