თენგიზ შერგელაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არსებითად თბილისის ძალიან ბევრ პრობლემასთან მიმართებაში, ქვეყნის ძალიან ბევრ პრობლემასთან მიმართებაში, მათ შორის ეკონომიკაში, არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს უნდა დასრულდეს“ – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

„ჩვენი მიდგომა არის რომ მათ შორის კონფრონტაცია კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, არამედ მათი პოლიტიკურ პენსიაზე გაშვება და ახლებური პოლიტიკური ძალების მოსვლა, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. რომ გადავხედოთ ქართული ოცნების პოლიტიკურ კამპანიას, ან ნაციონალურ მოძრაობას, თავისი განაყოფებით, ყველას აქვს ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო მესიჯი, რაც არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.

ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მოსალეობაზე და ისინი არ უნდა შევაწუხოთ პიროვნული ქიშპობებით“ – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

ტვ პირველის ეთერში დღეს „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ ლარად ქონების გასხვისების საკითხზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნა რომ ქონების ერთ ლარად გადაცემის უფლება თბილისის მუნიციპალიტეტს დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით 2015 წელს მისი ვიცე-მერობის პერიოდში დაუბრუნდა, რის შემდეგაც უამრავი ქონება იქნა გასხვისებული.

 

მსგავსი სიახლეები