თორნიკე ბიკაშვილი კალაძეს: ბატონი კახი, არჩევნები თქვენ როგორც ჩაატარეთ, თქვენ კი არა, ღარიბაშვილიც გახდებოდა ქალაქის მერი

932

ბატონი კახი, არჩევნები თქვენ როგორც ჩაატარეთ, თქვენ კი არა, ღარიბაშვილიც გახდებოდა ქალაქის მერი, – ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე ბიკაშვილმა დედაქალაქის მერს კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მიმართა.

თორნიკე ბიკაშვილმა კალაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, მაშინ როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოაცხადა მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ, თქვენ მის საპასუხოდ განაცხადეთ, რომ ვციტირებ – მან „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და მისი კანდიდატიც. თუმცა, იმავე საღამოს, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა სიამაყით გვამცნო, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი და ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ დილიდანვე იცოდა, მათ შორის, მაშინ ბატონი კახი, როცა თქვენ, პარტიის გენერალური მდივანი გამოდიოდით და ამის შესახებ ქილიკობდით. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ვინ „გაფარჩაკდა“ ბატონო კახი?“, – განაცხადა ბიკაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც მას კითხვით კალაძემ მიმართა, თუ „რამდენი კაცით არიან ისინი საკრებულოში წარმოდგენილი“. აღნიშნულზე ბიკაშვილმა უპასუხა – „იმდენი, რამდენიც საჭიროა“.

„აი, ეს არის პასუხი, ვინ არის ქალაქის მერი? – კახა კალაძე, ეს არის პასუხი“, – განაცხადა კალაძემ, რის შემდეგაც მას საკრებულოს წევრმა კითხვებით კიდევ მიმართა.

„ბატონი კახი, არჩევნები როგორც თქვენ ჩაატარეთ, თქვენ კი არა, ღარიბაშილიც გახდებოდა ქალაქის მერი. ახლა რაც შეეხება დანარჩენს, ბატონი კახი, 2020 წლის არჩევნებში პარტიაში განაცხადეთ, რომ გლდანს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ იღებდით და რომ მოიგებდით იმ არჩევნებს, მაგრამ ნიკა მელიამ თქვენივე დათვლით-შედეგებით დაგამარცხათ, რა დაგემართათ ბატონო კახი? ბატონო კახი, 2021 წლის არჩევნების წინ, თქვენ განაცხადეთ, რომ არჩვენებს პირველივე ტურში მოიგებდით, თუმცა, ესეც ვერ შეძელით, რა დაგემართათ ბატონო კახი? „გაფარჩაკებაა“ ბატონო კახი ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით ჩატარებული არჩევნები და ამის შემდეგ იდგეთ ტრიბუნასთან და სიამაყით წრამოგვიდგენდეთ იმ მთავრობას, რომლის ძირითადი მახასიათებლები დაპირებების არშესრულება, არჩვენების გაყალბება, კორუფცია და ნეპოტიზმია“, – განაცხადა ბიკაშვილმა.