შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს 630 000 ლარის არამიზნობრივ გახარჯვაში ადანაშაულებენ

961

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში, საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ხარჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ჯაბახიძის თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიმდინარე წელს 630 000 ლარი არამიზნობრივად გახარჯა.

“სახელმწიფო რწმუნებულმა მხოლოდ საწვავისთვის 50 000 ლარზე მეტი დახარჯა, რაც 25 ტონა საწვავს გულისხმობს. საინტერესოა სად დადიოდა ხოჯევანიშვილი, როცა გორელებს თვალით არ უნახავთ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მოსახლეობას, თუნდაც სტიქიების დროს, იმალებოდა. საბოლოოდ, რაში დაიხარჯა ამხელა  თანხები მივლინებებზე, საწვავზე და ა.შ არავინ იცის”, – აცხადებს ჯაბახიძე.