დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ივერთუბნის დასახლებაში ახლად აშენებულ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბ სადგურზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა.
მისი განცხადებით, სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება.
„პროექტის ფარგლებში, ივერთუბნის დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ სადგურზე დაცულია...
წინა სტატია
პარკირების ჯარიმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახუთმაგდა და 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა და ცვლილების ამოქმედების გადავადება და არსებული ტარიფის შენარჩუნება მოითხოვა.
ანა გოგოლაძის განცხადებით, თბილისში, საპარკინგე ადგილებზე დიდი მოთხოვნა არსებობს, თუმცა, ამ მოთხოვნას ქალაქის პოლიტიკა ვერ პასუხობს.
მისივე თქმით, ხალხის და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, „ნაციონალური...
თბილისის მერიის მიერ პირველად შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შედეგად, დედაქალაქის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების დახარისხების (სორტირების) ხაზი და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა.
„მუნიციპალიტეტის მერიის მიერ...
წინა სტატია
რუსთავში სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნის პრობლემა აღარ იქნება, 20 სექტემბრიდან რუსთავის მიმდებარედ არსებული სოკოს წარმოება, კომპოსტირების ნაწილში საქმიანობას შეაჩერებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ სოკოს წარმოების ,,თეთრი ქუდის“ მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
,,ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეხვედრა წარმოების წარმომადგენლებთან და ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ დაპირება, რომ...
სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი" 20 სექტემბერს საქმიანობას ოფიციალურად შეაჩერებს.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა, ალექსი ბერიძემ პასუხისმგებლობა აიღო და ოფიციალური განცხადება გააკეთა კომპანიის საქმიანობის შეჩერებაზე, რაც საწარმოში კომპოსტირების შეწყვეტას და ქალაქის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, გიორგი დოხტურიშვილი რუსთავის მერთან ერთად საწარმოს დირექტორს შეხვდა.
„ხელისუფლება ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მიიღოს კანონით დადგენილი ზომები, თუ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა დასრულდა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერში შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.
„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და...
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი...
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე 10-ლარიანი ჯარიმა გაიზარდა და 50 ლარი გახდა. დედაქალაქში არსებულ ელექტრომანქანის დასამუხტ ადგილზე მანქანის მიერთების გარეშე გაჩერება კი 100 ლარით დაჯარიმდება. ასევე 100 ლარით დაჯარიმდება შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაჩერება, ე.წ. ბასლაინზე და ველობილიკზე მანქანის გაჩერება. ჯარიმები ნაწილობრივ გაიზარდა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.
პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცა. 81-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალგაზრდული საბჭოების" ფორმირებას იწყებს. როგორც მერიაში აცხადებენ, მიზანი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაა.
"თუ ხარ აქტიური, მიზანდასახული, 14-29 წლის ახალგაზრდა და გსურს წვლილი შეიტანო შენი ქალაქის/თემის განვითარებაში, განსაზღვრო არსებული პრობლემები/გამოწვევები და იმსჯელო მათი მოგვარების გზებზე, წარმოადგინო საინტერესო ინიციატივები და ახალი იდეები, რომელთა მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.
ჩაერთე! მოახდინე დადებითი ცვლილებები შენს მუნიციპალიტეტში! გამოავლინე შესაძლებლობები, შემოქმედებითი...
ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მცხეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ასევე, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის საფარი და დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები, ხოლო, ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და მოეწყობა სივრცე მწვანე საფარით.
სამშენებლო სამუშაოებს, რომლის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის...
ქალაქი ფოთი, წელს პირველად, ფეინთბოლში ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირი 8 სექტემბერს13:00 საათზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
"ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს.
დაინტერესებულმა პირებმა, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაცია ( სახელი, გვარი-პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com-ზე. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ:
ნომერზე 591 41 75 24...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკასთან” კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ ისაუბრა.
“გადაწყვეტილია ახალქალაქის სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, როგორც კი შესაბამისი ეტაპები იქნება გავლილი. ამ სკოლის ბავშვები დროებით სასირეთის სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიან”, – განაცხადა ილურიძემ.
ილურიძის განცხადებით, სამუშაოები შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ დაიწყება.
ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 2 625 126 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
"აღმაშენებლის ქუჩა მდებარეობს ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს ქალაქის ერთ‐ერთ ყველაზე დატვირთულ ნაწილს. გარდა ამისა, ქუჩა წარმოადგენს ერთადერთ კავშირს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახლადრეაბილიტირებული მარნეული‐ალგეთი‐ლომთაგორას საავტომობილო გზასთან, რომელიც უმოკლესი მარშრუტია წითელი ხიდისა და რუსთავის...
ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ოქტომბერში განახლდება. ამის შესახებ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, 15 სექტემბერს სწავლას ვერ დაიწყებს სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღიც, სადაც სარემონტო სამუშაოები შეწყვეტილია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"N1 ბაღში ე.წ (თუთის ბაღი) ინვენტარის შესაძენად ტენდერი უკვე შედგა და მალე სამუშაო პროცესი დაიწყება. სწავლას გავაახლებთ ოქტომბერში, თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით....
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.
კანონპროექტი ადგენს რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































