თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ 350-მდე ოჯახი, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალდნენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. როგორც დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულომ ამ მოქალაქეებს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა. „საქმე ეხება დიდ დიღომში მდებარე ორ ობიექტს. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი სამშენებლო განვითარების მიზნით გადაეცა შპს ,,ფენიქს კონსტრაქშენს“, რომლის დირექტორმა ფართების ნაწილი გაასხვისა სხვადასხვა...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყებით, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დედაქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგს მიაღწევს. ამასთან ერთად, გიორგი ტყემალაძემ ავარიული სახლების მესაკუთრეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ რაიონის გამგეობებსა და მაჟორიტარებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ერთი კონკრეტული პროექტის დაწყება უმნიშვნელოვანესია. მივმართავ მოსახლეობას,...
ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩის №35-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, 31,5 გრძივი მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტისა და საავტომობილო გზის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს მუნიციპალიტეტში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად,...
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში....
გურჯაანში ძიუდოს დარბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ ქიტიაშვილმა გამოცემა "სპექტრთან" ისაუბრა. იგი აღნიშნავს, რომ დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება, მას შემდეგ, რაც გარკვეულ დეტალებზე ინფორმაცია დაზუსტდება. "ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, ველოდებით ინფორმაციის დაზუსტებას. მშენებლობისთვის 965 000 ლარია გათვალისწინებული. დარბაზი ოლიმპიურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ის ასევე გათვლილი იქნება სპორტის სხვა სახეობებისთვისაც,“...
არა, სხვა ხედვა ნამდვილად არ მაქვს, - ასე უპასუხა ა(ა)იპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის" ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა "რადიო ათინათის" კითხვას ბაღში შესვლაზე დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით. შალვა აგუმავა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ბაღის იერსახისა და არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება. ამასთან, მისივე თქმით, ა(ა)იპ-ს უნდა შეუნარჩუნდეს საბიუჯეტო დაფინანსებაც. "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ჩვენი ქალაქის სიამაყე და ზრუნვის საგანი, არ შეიძლება ვითხოვდეთ ყველაფერი...
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორად შალვა აგუმავა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ შესაბამის ბრძანებას გუშინ მოეწერა ხელი. აგუმავას სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. მუშაობდა კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორშიც. ააიპ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობა აგვისტოს ბოლოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ზვიად ქარჩავამ გადადგომის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
11 სექტემბერს ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე რეგიონის მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ასევე, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. ამასთან დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში. ფესტივალზე გამოიფინება ხელნაკეთი აქსესუარები და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები. ღონისძიებას ადგილობრივი ბენდის "ჯეოგენის" კონცერტი დახურავს. ფესტივალის ორგანიზატორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორები კი ასოციაცია სოფლის მეუნეობის განვითარებისათვის (AFAD ), სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველო და ჩხოროწყუს...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გიორგი ორთანეზაშვილი საკუთარ სახლს 10 ლარად ათამაშებს, მან აღნიშნული იდეა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მოზაიკას” ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ, ეს გახდა. თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კასპის მერმა ზეპირი კომენტარი გაკეთება არ ისურვა. “საჭესთან ვარ ახლა, მაგ საკითხზე შეგიძლიათ ოფიციალური წერილით მომგვართოთ და გიპასუხებთ”, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ "რადიო მოზაიკასთან". საკითხზე საუბარი ამ...
ახალციხის №4, ე.წ ჯაყელების საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი მისი ავარიული მდგომარეობაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღსაზრდელები მშობლების მოთხოვნის შესაბამისად ქალაქის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ. ბავშვების მსგავსად დანაწილდა დასაქმებული პერსონალიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის , 13 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ქალაქ ახალციხეში, იაძის N12-ში მდებარე N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე,...
ახალციხეში, კოსტავას N41–ში ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადი დაზიანდა. შენობიდან სამშენებლო მასალა ცვივა. აქ მცხოვრებლები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ფანჯრები რომ ჩასვეს, არ დაამთავრეს, კედლებს გასწორება უნდა. არ შელესეს კარგად. შიგნიდან, სახლიდან მე ჩემით გავაკეთე რაც საჭირო იყო, გარედან, კორპუსზე, მე ხომ არ გავაკეთებ რემონტს? ხარვეზები არის. ხომ იცით, მუშებს არ აინტერესებთ, დაბალ ანაზღაურებას აძლევენ და დიდად თავს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება, დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა. ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა. „საჯარიმო სანქციებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიური შემოწმების მიუხედავად, გარდაბნის...
1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული. უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 62, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 137, სამსახურებრივი გულგრილობის 56, სამსახურებრივი სიყალბის 41, ქრთამის აღების 21, ქრთამის მიცემის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 334, 335, 337, 3391, 340, 3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების 21 ფაქტი...
წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675 079 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63 % - ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. მშენებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. გზის მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25 სექტემბერს რიგით მე-10 თბილისი მარათონი გაიმართება. ღონისძიება კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით ტარდება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისი მარათონის მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. „სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. თბილისი მარათონი 3 გარბენს მოიცავს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიანგარბენს და ბავშვთაგარბენებს (6-11 წლამდე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ