ტყემალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ

418

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყებით, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დედაქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგს მიაღწევს.

ამასთან ერთად, გიორგი ტყემალაძემ ავარიული სახლების მესაკუთრეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ რაიონის გამგეობებსა და მაჟორიტარებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ერთი კონკრეტული პროექტის დაწყება უმნიშვნელოვანესია. მივმართავ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მესაკუთრეები ავარიული სახლებისა, აქტიურად ითანამშრომლონ როგორც რაიონების გამგეობებთან, ისე მაჟორიტარებთან და გააცნობიერონ, რა სიკეთის მომტანი იქნება ამ პროექტის განხორციელება მათთვის“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიორგი ტყემალაძემ.