ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და უბნის მაჟორიტარებთან ერთად შეხვდა.
ფოთის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც მათ უბნებში იგეგმება.
„სკვერის მოწყობა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი; კოსტავას ქ. N 4-6-8 -ეზოს კეთილმოწყობა; 9 აპრილის ხეივანი 33 -ეზოს კეთილმოწყობა; ჭავჭავაძის N 144 -ეზოს კეთილმოწყობა.
მერმა ადგილზე მოისმინა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური მოთხოვნები" -...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
„თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის...
დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებულ 6 003 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.
„ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად...
პარლამენტი სახელმწიფო შესყიდვების კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელთა მიზანიც ქართული კანონმდებლობის EU-ს ნორმებთან დაახლოებაა. ვრცელ საკანონმდებლო პაკეტში საუბარია გამარტივებული შესყიდვების შესახებაც, რომლეთაც მთავრობა სხვადასხვა მიზეზით საკმაოდ აქტიურად იყენებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
გამარტივებული შესყიდვებით მთავრობა როგორც საჩქარო, ასევე მიმდინარე პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, თბილისობის ან ახალი წლების კონცერტების ორგანიზება, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა (ევრობასკეტის სტადიონი, 2023-ის სათხილამურო ჩემპიონატის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
საქართველოს მელიორაციის ცნობით, სოფელ თეკლათში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 3,5 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.
მოწესრიგებული სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
დამშრობ სისტემაზე...
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული მობილობა“.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.
„შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ, 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი...
საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიც საწარმოებს გარემოსდაცვით ნორმებში მოქცევას ავალდებულებდა, რუსთავის საწარმოებმა ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვა დაიწყეს, თუმცა არა ისეთი ტემპით, რომელსაც სამინისტრო ელოდა.
ნოე მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს,...
თბილისში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად რუსთაველის, მელიქიშვილის, წერეთლის, ქეთევან წამებულის, დადიანის გამზირებსა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დაბინძურებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, სადაც ის დასაშვებ ნორმას მინიმუმ 2-ჯერ აჭარბებს.
„აზოტის დიოქსიდის წყარო ძირითადად არის ტრანსპორტი და რომელ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ბაითალოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც მერიამ გამოაცხადა უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებისათვის 8 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. კომპანია "თერგიმ" მერიას სამუშაოების შესრულება 393 888 ლარად, "შპს ლავამ" 375 632 ლარად, ხოლო, "შპს G.SERVICE-მა" 345...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარიამჯვრის ნაკრძალთან მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, რომელიც 4 კმ. გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, 1 839 888 ლარს შეადგენს.
მერიის ცნობით, ახალი გზა დააკავშირებს როგორც ვიზიტორებს მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე, ორ სოფელს - ანთოკს და მარიამჯვარს.
"პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქვემო მაჩხაანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„პროექტის განხორციელებას სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უშლიდა, როგორც სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.
ზემოაღნიშნული გზა, წლების განმავლობაში, ამორტიზებული იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე, ტერიტორიას მიმზიდველს გახდის ინვესტიციების განხორციელების კუთხით,“...
2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - ასეთია საქართველოს მთავრობის დაპირება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერმინისტრის, ინიციატივით 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი...
2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ბავშვი ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლების და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.
უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება წელსაც გრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, პროგრამა წელსაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით ითვალისწინებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ კატეგორიებს ერთი ახალი კატეგორია დაემატა.
“2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია...
„ახალციხის ციხის” შემოსავალმა მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოში 734 577 ლარი შეადგინა. ა(ა)იპ–ის დირექტორის, გიორგი ნათენაძის თქმით, თანხამ დაგეგმილ შემოსავალს გადააჭარბა, შესაბამისად, მომავალი წლის სუბსიდირებას, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"წლევანდელ შემოსავალს ვადარებთ 2019 წელს, რადგან 2020-21 წლებში პანდემის გამოციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასო იყო. ამიტომ სტატისტიკაც არ გვაქვს, რამდენი ადამიანი შემოდიოდა. 2019 წელი საუკეთესო წელი...
1686 პირველკლასელია წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებული, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა. ინფორმაციას გორის მაცნე ავრცელებს.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, პირველკლასელების ,,ბუქები“ უკვე გაცემულია.
"სასწავლო წლის დაწყებას გორის ყველა სკოლა მომზადებული ხვდება, გაცემულია პირველკლასელების ,,ბუქები“, გაცემულია პირველკლასელების დამრიგებლების კომპიუტერები, გაცემულია ყველა სახელმძღვანელო გარდა, მე-10 კლასის ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოებისა, რომლებიც დღეს და ხვალ გადანაწილდება....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































