თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა აღარ იქნება.
„კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მეგობრებო, ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და გვინდა ამ ქალაქის კეთილდღეობა, განვითარება. ამ სამუშაოების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება. მე ძალიან კარგად მესმის თქვენიც, როდესაც ჩადიხართ...
ლევილის მამულში ქართული ოდა სახლი განთავსდება, როგორც ამას ითვალისწინებს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტი და ის პირობები, რომელთა შესრულების დათქმითაც, მამული დაუბრუნდა მის ნამდვილ მესაკუთრეს, ქართველ ხალხს.
კულტურის სამინისტროს ცნობით, უკვე დამტკიცდა ოდის შესაბამისი პროექტი, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე. ამჟამად, პროექტის ფრანგულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ფრანგ კოლეგებთან, ლევილის მერიასა და შესაბამისი რეგიონის პრეფექტურასთან.
„ლევილის მერიის ცნობით, სამშენებლო ნებართვასა და სხვა...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი არსებობს,სადაც გზების შეზღუდული გამტარობის გამო დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით, 8%-ით იზრდება, რაც ძალიან დიდი ციფრია.
კალაძე გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობაში ხედავს.
„ჩვენ დედაქალაქში ვახორციელებთ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში და გვაქვს რთული მონაცემები. დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი არსებობს, სადაც...
ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დროს დედაქალაქში განსაკუთრებულად გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და გახშირებულ საცობებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის წერეთლის და ვაჟა-ფშაველას...
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე...
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე...
უკრაინიდან დევნილები, საქართველოს მთავრობას 300 ლარიანი დახმარების გაცემას სთხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი პარტია “ლელო-საქართველოს” ოფისში გამართეს.
როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ხელისუფლებამ თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს. “ლელო- საქართველოს” წევრების თქმით, ”ქართული ოცნების” ფასადური გადაწყვეტილება- უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის 300 ლარიანი დახმარების გამოყოფა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.
“ომს გამორიდებული უკრაინელები ითხოვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 24 თებერვლის შემდგეგ საქართველოში...
„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გენანებათ მთაში ფულის დახარჯვა და პროექტებს ნუ აფასებთ მხოლოდ ფისკალური ეფექტის და საარჩევნოდ მისაღები ხმების კრიტერიუმით“,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დეფიციტია და მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია, რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმის თუ სხვა დარგების განვითარებას აფერხებს.
"მაღალმთიან რეგიონებში რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმის თუ სხვა დარგების...
გორის კულტურისა და დასვენების პარკში “ახალბაღი” სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო. ამ დრომდე პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები დასრულებულია.
“ყველა კომუნიკაცია, წყლის სისტემა, მიწისქვეშა გაყვანილობები, კანალიზაციის სისტემა და ირიგაცია, ყველაფერი შეცვლილია. 80% უკვე დასრლებულია....
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
მუნიციპალური განვითრების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში, 60 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლას აშენებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.
სოფელ ჩანახჩის სკოლის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღებში კვების მენიუს შეცვლას გეგმავს. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ცვლილება, სავარაუდოდ, ნოემბრის თვიდან იქნება. კვების მენიუს შედგენაში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული ნუტრიციოლოგი (კვების სპეციალისტი). ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"ნუტრიციოლოგთან გვაქვს საკითხი გასავლელი და ვფიქრობ, ახალი მენიუ ნოემბრის თვის შემდეგ გვექნება. ადრე ძალიან კარგი მენიუ გვქონდა, მაგრამ რამდენიმე ბაღის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ საკვები ბევრი იყო...
ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, რომლის ეგიდით სამმა ქალაქმა კულტურის განვითარებია სტრატეგია შეიმუშავა, ზუგდიდმა გაიმარჯვა და ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსება სტრატეგიის განხორციელებისთვის მიიღო.
ორგანიზატორების თქმით, ეს არის პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც საქართველოში რეგიონის ქალაქი ხდება სრულფასოვანი კულტურის სტრატეგიის აღმასრულებელი.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან ცნობილია, რომ დოკუმენტში სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის...
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 169 ახალი კამერა დამონტაჟდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 713 896 ლარია. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 2022-2025 წლის ბიუჯეტებიდან განხორციელდება. ინფორმაციას ათინათი ავრცელებს.
შესყიდვის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო...
ნინო სუხიაშვილის ბლოგი
ამ სამყაროში ყველა ადგილს საკუთარი ხიბლი და მიმზიდველობა გააჩნია, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა თუ ქალაქი, სადაც წასვლა განსაკუთრებით მიხარია. მათ შორის, ლატვია ერთ-ერთი უპირველესია. ერთხელ, რიგის აეროპორტში თვითმფრინავმა გამასწრო და განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, რომ თითქმის სახლში ვიყავი. დაილოცოს სოციალური ქსელი: წუთში ათამდე შეტყობინება მაინც მივიღე. ჩემს საუკეთესო მეგობრებს აინტერესებდათ: მჭირდებოდა თუ არა დახმარება, გაყოლა, მიყოლა, მქონდა თუ...
რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელები მიიღეს ახალ #44-ე საბავშვო ბაღში, რომლის მშენებლობაც გაზაფხულზე დასრულდა. მათივე ცნობით, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.
ახალი ბაგა-ბაღი, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი...
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 22 სექტემბერს თეა წულუკიანს, 23 სექტემბერს კი ინტერპელაციის წესით, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„41-ე საკითხი გახლავთ „მინისტრის საათი“. კერძოდ, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი წარდგება პლენარული სხდომის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში. 42-ე საკითხი გახლავთ ინტერპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































