მარნეულის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის ტენდერი გამოცხადდა

270

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითრების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში,  60 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლას აშენებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის. 

სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. სამშენებლო კომპანიას შესრულებული აქვს ჩასატარებელი სამუშაოების მხოლოდ 48%.  ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა,  კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება. სამუშაოების დასრულების მიზნით, გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.