საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები დაკორექტირდება.
კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
"ქვეყნის გარეთ მივლინების დროს, პრაქტიკულად...
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით, იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები შეირჩა და გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და იმერეთის რეგიონების 118...
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სოციალური საწარმოების საშემოდგომო მარკეტს მართავს, სადაც შესაძლებელია საქართველოში მოქმედი 50-მდე სოციალური საწარმოს დათვალიერება და მათი მრავალფეროვანი პროდუქციის ადგილზე შეძენა.
საშემოდგომო მარკეტზე შეგიძლიათ შეიძინოთ: გამოყენებითი და დეკორატიული ნივთები, ტრადიციული რეწვის პროდუქტები, მწვანე და ეკომეგობრული, ტექსტილის, ტყავისა და ნაქსოვი პროდუქცია და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სერვისის მიმწოდებელ საწარმოებსაც.
საშემოდგომო მარკეტი გაიმართება 1 ოქტომბერს, 12:00...
გორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ, ქალაქის მოსართავად, განათებებს ყიდულობს. უწყებამ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლისთვისაც 106 000 ლარია გათვალისწინებული.
მერია ტენდერის მიხედვით გეგმავს შეიძინოს:
1. სტრინგი 10 მ, 100 ლედი 220 ვ, კაბელი შავი-რეზინის კვეთი 0.3მმ2 სპილენძი თბილი არაციმციმა თეთრი ფლეშ ნათებით. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით. დაცვლის კლასი IP65 – 200 (ორასი) ცალი,
2. სტრინგი 10მ. 100 ლედი, IP44, 220 ვ, 4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი...
ხულოს სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა.
სამსართულიანი შენობაში, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი, საკლასო ოთახებთან ერთად, სპორტული და სააქტო დარბაზები მოეწყო. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. შენობა ადაპტირებულია და ასევე, უსაფრთხოების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს.
პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარამდე შეადგენს.
https://www.facebook.com/KhuloCityHall/posts/pfbid022w51jCBBP63E8qBaSAot7NT2CtK13veygQQRHqp8EPyYxGHmKp128LBaR8MSB7Qdl
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი მეხუთედ გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
დაახლოებით შვიდი თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა სამუშაოებისათვის ტენდერებს უშედეგოდ აცხადებს. სამჯერ ჩაშლილ ტენდერზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ მერია ტენდერების ჩაშლის მიზეზებს აუცილებლად გამოიკვლევდა და ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, გაზრდილი ფასით გამოცხადდებოდა.
მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი აგვისტოს თვეში 25 931 ლარით გაზარდეს, თუცა...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო, მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მ/წ 27 სექტემბერს "წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების...
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია.
იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა...
შესაძლოა, რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა 160 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებს, მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირება გასულ წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტი დაუჯდებათ.
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია "აკურა" 50 მილიონი ლარის სუბსიდიის მიღების შემდეგ, დამატებით 40 მილიონ ლარს ითხოვს. თავის მხრივ, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც რთველის დასასუბსიდირებლად ჯამში 70 მილიონი ლარი გამოყო, აცხადებენ, რომ თანხის ზუსტი რაოდენობა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტში, 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, სარეაბილიტაციო გზის რელიეფი მთიანია და როგორც დასახლებულ და ასევე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.
„გზის მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის 59-ე კილომეტრზე და ამავე გზის 68-ე კილომეტრზე სრულდება.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდება...
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა.
როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.
"საზოგადოებრივი სამუშაოების ქვე-პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში...
ქარელის მერიამ 2 ნაგავმზიდის შესაძენად 643 070 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ნაგავმზიდების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს , რადგან აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ არის.
სექტემბრის ბოლო დღეებში ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 24 სექტემბერს მეორედ აიღებს სტარტს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ 26 სექტემბერს, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ერთთვიანი ექსპოზიცია გაიმართება, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
„ქუთაისში გრძელდება საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ევროპის საბჭოს პროექტია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.
„აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევრო საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი...
სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის მაკა მოსიაშვილის ინფორმაციით, მას როგორც მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის და საკრებულოს ბიუროს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მაკა მოსიაშვილის თქმით, ის საჯარო სხდომაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, დაცვის პოლიციამ არ შეუშვა. მიზეზად კი განუმარტეს, ბიუროზე მოქალაქეების დაშვების უფლება არ ჰქონდათ.
"27 წუთის განმავლობაში ვიდექი დაბლა და ველოდებოდი შეშვებას. ჩემი დიდი მცდელობის...
გორში გორიჯვრის მიმდებარედ ე.წ კაკლების ტეროტორიაზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 121 790 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორიაზე მაგიდა და სკამები მოეწყობა. ასევე, გაკეთდება, ფანჩატური, საცეცხლური და წყარო.
ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































