ქარელის მერიამ ნაგავმზიდის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

273

ქარელის მერიამ 2 ნაგავმზიდის შესაძენად 643 070 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ნაგავმზიდების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს , რადგან აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ არის.