გორში გორიჯვრის მიმდებარედ საპიკნიპე ზონის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

536

გორში გორიჯვრის მიმდებარედ ე.წ კაკლების ტეროტორიაზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 121 790 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორიაზე მაგიდა და სკამები მოეწყობა. ასევე, გაკეთდება, ფანჩატური, საცეცხლური და წყარო.

ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.