გორის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

300

გორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ, ქალაქის მოსართავად, განათებებს ყიდულობს. უწყებამ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლისთვისაც 106 000 ლარია გათვალისწინებული.

მერია ტენდერის მიხედვით გეგმავს შეიძინოს:

1. სტრინგი 10 მ, 100 ლედი 220 ვ, კაბელი შავი-რეზინის კვეთი 0.3მმ2 სპილენძი თბილი არაციმციმა თეთრი ფლეშ ნათებით. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით. დაცვლის კლასი IP65 – 200 (ორასი) ცალი,

2. სტრინგი 10მ. 100 ლედი, IP44, 220 ვ, 4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 1მ. შტეკერით, არაციმციმა, კაბელი გამჭვირვალე, 2.5მმ. PCV, სპილენძი, 0.3მ2 – 1000 (ერთიათასი) ცალი,

3. მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.6მ. – 60 (სამოცი) ცალი,

4. მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.9მ. – 30 (ოცდაათი) ცალი,

5. ბაგირი 6მმ. – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,

6. ჩამჭერი 6მმ. ბაგირის – 1000 (ათასი) ცალი,

7. ელ.სადენი ალუმინი 2/2.5 – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,

8. პლასტმასის ხამუთი – 100 (ასი) ცალი.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.