მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით (დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი 112 იურიდიული და 32 ფიზიკური პირის მხრიდან...
გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ...
აგარელებმა სკვერი საკუთარი რესურსებით მოაწესრიგეს. პირველ ეტაპზე, ადგილობრივებმა სკამები შეღებეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც აქციის ერთ-ერთი ინიციატორი დათო ქველიძე ამბობს, საღებავები და სხვა საჭირო ინვენტარები ადგილობრივები თავად შეიძინეს, რადგან დაფინანსებაზე მერიისგან უარი მიიღეს. “მერიამ დაფინანსებაზე უარი გვითხრა, თანხები არ გვაქვსო და ამიტომ ჩემი დიდი სურვილი და ადგილობრივების ჩართულობით, ასეთი აქცია მოვაწყეთ. შევაგროვეთ გარკვეული თანხა და აგარის სკვერში სკამები შევღებეთ. სამომავლოდაც,...
რუსთავის მერია ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადად, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით დახმარებას აგრძელებს. "ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი...
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, ასფალტის დაგება დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. მათივე ცნობით, პირველი მონაკვეთი ხულო-გოდერძია, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 57 177 829 ლარი დაიხარჯება. მეორე კი გოდერძი-ზარზმის მონაკვეთია და მის სარეაბილიტაციიოდ 38 511 473 ლარი დაიხარჯება. პროექტი არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბათუმის განახლებულ ავტოპარკთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის ავტოპარკი სრულიად განახლდება, კერძოდ, ახალი ავტობუსები შეემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც. „დასრულდა ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცედურები და ბათუმში სრულად განახლდება ავტობუსების პარკი. 65 ახალი ავტობუსი დაემატება რეგიონს. ძირითადი ნაწილი მოემსახურება ბათუმს, შეემატება ავტობუსები ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმი წელს World Travel Awards-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1 ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა, ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards - 2023 წლის მასპინძელი ქალაქის სტატუსს. „როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა, ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად...
ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმა, რომლის მესამე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დაასახელა. „მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც,...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო. თბილისის მერის ცნობით, პროექტის შედეგად, 1 200 კვ. მ ფართობზე ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით განთავსდა, დამონტაჟდა სხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა. დასრულებულ კეთილმოწყობილ სივრცეში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საშტატო ნოსხაში ცვლილებები შევიდა. 20 სექტემბერს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ მერიის ზედამხედველობის სასმსახურის დებულების ცვლილების გამო დასაქმებულთათვის რანგირების გაზრდა გახდა საჭირო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „ამან მოთხოვნა გააჩინა, რომ სამსახურში უფრო მაღალკვალიფიციური კადრები უნდა იქნეს დასაქმებული და მოზიდული. აქედან გამომდინარე, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოხსენებითი ბარათით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში 62 ქუჩას სახელი დაერქმევა. დამისამართების პროცესის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს სდომაზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ, გივი გიორგაძემ 20 სექტემბერს გააჟღერა და აღნიშნა, რომ სახელდებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „სახელდებასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია და შაუმიანიში მოხდა ქუჩებზე სახელების დარქმევა, რომელიც შეთანხმებულია მოსახლობასთან და გუბერნიასთან“ როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა...
video
სააღმზრდელო დაწესებულება პირველ ქესალოში მცხოვრებლებს არ აქვთ, მათ სოფელთან ახლოს მდებარე ბაღში კი ადგილები შევსებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ამ ვითარებას შეგუებულები არიან. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სახლში გამოკეტილ ბავშვებს ხშირად ქუჩაში სიარულით ან სილაში თამაშით თუ გაართობენ. ერთად შეკრებაც იშვიათი ფუფუნებაა იმ ფონზე, როდესაც სოფელში მცხოვრები ოჯახები მესაქონლეობით ან მებაღეობით არიან დაკავებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ საბაზისო უნარებს, რასაც...
გორში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 30 სექტემბერს მარათონული გარბენი გაიმართება.  ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა. გარბენში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის სკოლის მოსწავლეს შეუძლია. გარბენი ძველი ხიდიდან, 16:00 საათზე დაიწყება და სპორტის სასახლესთან დასრულდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარიამჯვრის ნაკრძალის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტი განხორციელდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. "პროექტი ითვალისწინებდა 4 კმ გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ღირებულებაც 1 839 888 ლარს შეადგენს....
ეკატერინე ბასილაია დავით კარგარეთელი „ქართული ოცნებიდან“ გარდაბნის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ქონებრივი დეკლარაცია 5-ჯერ აქვს შევსებული, პირველი - 2016 წელს, როცა გარდაბნის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ჯერჯერობით, ბოლო - 2021 წლის ოქტომბერში, როცა ჯერ კიდევ მერის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა. დავით კარგარეთელი 37 წლისაა, დაბადებულია თბილისში,...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარძიის სკვერში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდა შადრევანი. ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. ასევე, დაირგო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ