გორში მარათონული გარბენი გაიმართება

281

გორში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 30 სექტემბერს მარათონული გარბენი გაიმართება.  ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

გარბენში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის სკოლის მოსწავლეს შეუძლია.

გარბენი ძველი ხიდიდან, 16:00 საათზე დაიწყება და სპორტის სასახლესთან დასრულდება.