დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მან ვებინარზე განმარტა, ვაქცინის მოწოდების დონორი გერმანია იქნება.
„ამასთან დაკაშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გერმანიის სახელმწიფო იქნება ამ ვაქცინის მოწოდების დონორი. ეს არის ერთჯერადად გასაკეთებელი ვაქცინა. ძალიან მოსახერხებელია რეგიონებში, რაიონებში ან თუ ადამიანს უნდა ერთჯერადად გაიკეთოს ვაქცინა. მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. არ მინდა თარიღები დავასახელო და მერე...
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის განხილვისას განაცხადა, კომიტეტის მიერ გაკეთებული დასკვნა პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილია და ის რეგლამენტით დადგენილი წესისა და კალენდარული ვადების ფარგლებში მოქმედებს.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე...
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ნათია მეზვრიშვილი პოლიციის სამმართველოში მის დაბარებას უსაფუძვლოს უწოდებს.
„როგორც იცით, სისტემატურად ვატარებ ბრიფინგებს და პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ვაჟღერებ, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან.
ბრიფინგზე გაჟღერებულ 4 ფაქტზე დღეს გამოკითხვაზე დამიბარა ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ყაზბეგში, საქმეზე, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული (თუ ამ პოსტის...
„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიამ 1 სექტემბრიდან დღემდე „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ მიმართული 13 დარღვევა გამოავლინა. როგორც პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 13 დარღვევიდან 7 მმართველი გუნდის საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას ეხებოდა.
„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ. 2021...
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ მას შემდეგ განცხადდება, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„არის მსჯელობა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე, გარდა ლატარიისა, რომელზეც არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ახალი ველოსიპედი აქ არ არის, ეს არის ბევრი გამეორება იმისა,...
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული.
„13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და მედიას გაეგზავნა მოცულობითი დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის შედეგად მიღებულ ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.
IDFI-მ შეისწავლა გამჟღავნებული მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება. გარკვეული მონაცემები...
რადიო "თავისუფლება"; გადაცემა "დილის საუბრები"
"დილის საუბრების" სტუმარი, თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი ლაპარაკობს საქართველოში თვითმმართველობის განვითარება-უკუსვლების უახლეს ისტორიაზე - როდის რას ეწირებოდა თვითმმართველობის იდეა? როდის რას სთავაზობდა და სთავაზობენ ამომრჩეველს პოლიტიკოსები? რაც მთავარია, რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს?
რუისში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის პლაკატები ჩამოხიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ანო ბალიაშვილი ავრცელებს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს აცხადებს იმ მოვლენების გამო, რაც ქარელში, გუშინ, მოხდა.
15 სექტემბერს, "ქართული ოცნების" ქარელის შტაბში ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მთავარი არხის ოპერატორს მრავლობით დაზიანებები აღენიშნება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
გახსნის ცერემონიას, საქართველოს კულტურის მინისტრი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მცოხვრებლებთან ერთად ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური სკოლის მშენებლობა სოფლის ტიპის დასახლებაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით სწორედ სოფელ მარტყოფში განხორციელდა. მშენებლობის ღირებულება 276 626 ლარს შედგენს.
მუსიკალური სკოლის მშენებლობას საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა,...
რუსთავში, სააგიტაციო მასალის აკრძალულ ადგილებში განთავსების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი ფაქტი დაფიქისრდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე, სადაც გარე-განათების ბოძოებზე პარტიის "სტრატეგია
აღმაშნებელი - მესამე ძალა" სააგიტაციო მასალაა გამოკრული.
როგორც მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსმა, დავით წიკლაურმა განაცხადა, დარღვევის ფაქტებზე უკვე დაწყებულია რეაგირება.
"საკრებულოს განკარგულების შესაბამისად, გამოყოფილია...
ევროკავშირის დაფინანსებით, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა, მთლიანად დაიტვირთება პარკში არსებული აუთვისებელი ნაწილი. "ირინეს ბაღის" უკან მდებარე ტერიტორიაზე, ატრაქციონები განთავსდება. მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანამონაწილეცაა ევროკავშირი.
ცენტრალური პარკის...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ქალაქის ისტორია, სხვადასხვა დროს, 8 მერს ითვლის. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
ინდუსტრიული ქალაქის პირველი მერი სოსო არეშიძეა, მან თანამდებობა 1993 წელს დაიკავა და ქალაქის პირველი პირი 1995 წლამდე იყო.
შემდეგი მერი მერაბ ტყეშელაშვილია, რომელიც ორი ვადით თავდაპირველად 1995-1999 წლებში , ხოლო მეორედ 2002-2005 წლებში იკავებდა თანამდებობას.
ასევე ორი ვადით მოღვაწეობდა ლაშა მინდელიც, 1999-2001/2012-2013 წლებში.
მომდევნო მერი იყო დავით ნადაშვილი 2005-2008...
ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კანალიზაციის არარსებობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ქუჩაზე არც სანიაღვრე არხია მოწყობილი, რის გამოც, ყოველი წვიმის დროს იტბორებიან. მარჯვენა დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
,,არასდროს გვქონია კანალიზაცია, არც სანიაღვრე არხებია მოწესრიგებული. ყოველი წვიმის დროს ვიტბორებით. ნაგვის ურნებიც კი არ დაგვიდგეს. მოდიან, გვპირდებიან გავაკეთებთო, მაგრამ გაკეთებული აქ არაფერია'',- ამბობს ადგილობრივი დეა გვილავა.
აქციას ,,ლეიბორისტული პარტიის'' წარმომადგენლები შეუერთდნენ. პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის სამსონ გუგავას...
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ამომრჩევლების ნაწილმა არ იცის, რომელი კანდიდატები მონაწილეობენ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში. როგორც რადიო “მოზაიკას” მერეთის თემში უთხრეს, წინასაარჩევნო პერიოდში მათ სოფელში არცერთი პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი არ უნახავთ და შესაბამისად, არც მათი შეხედულებები და დაპირებები მოუსმენიათ. ზოგიერთი მათგანი ისევ ნიჰილისტურადაა განწყობილი და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
“ჩვენთან არავინ მოსულა ამ დრომდე თორემ გავიგებდით. არც ვიცით ჩვენი...
მეგობრობის გამზირის განახლების პირველი ეტაპის დასრულებისას მხოლოდ 3 კორპუსი იქნება რეაბილიტირებული, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს კომპანია “საბა კონსტრაქშენმა” დაუდასტურა. ამდროისთვის საცხოვრებელ კორპუსებზე კომპოზიტური პანელებისა და ძველი ფანჯრების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
როგორც შემსრულებელ კომპანიაში აცხადებენ, მეგობრობის გამზირის პროექტში მათ მხოლოდ 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია ევალებათ.
ცენტრალური ქუჩის განახლება ორი ეტაპისგან შედგება და პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. “საბა კონსტრაქშენის” პროექტების მენეჯერის ინფორმაციით, საბოლოო...
გორში, ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების უმრავლესობა არ წარმოადგენს პირადად მის მიერ შერჩეულ კადრს. ნაწილი საკრებულოს მოქმედი წევრია, ნაწილი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ზაზა მათოშვილი - გორის სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი - მოსამართლის თანაშემწე. საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ადვოკატი
ბექა ლობჟანიძე, - სპორტსმენი, შიდა ქართლის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი
დავით სარალიძე, - 2013 წლიდან დააფუძნა აუდიტორული კომპანია შპს ,,აუდიტ მრჩეველი'' და პარტნიორად ჰყავდა ბადრი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































