ზესტაფონის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

302
ევროკავშირის დაფინანსებით, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა, მთლიანად დაიტვირთება პარკში არსებული აუთვისებელი ნაწილი. “ირინეს ბაღის” უკან მდებარე ტერიტორიაზე, ატრაქციონები განთავსდება. მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა.

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანამონაწილეცაა ევროკავშირი.
 
ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.