რუისში პროტესტის ნიშნად ზაზა გულიაშვილის პლაკატები ჩამოხიეს

240

რუისში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის პლაკატები ჩამოხიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ანო ბალიაშვილი ავრცელებს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს აცხადებს იმ მოვლენების გამო, რაც ქარელში, გუშინ, მოხდა.

15 სექტემბერს, “ქართული ოცნების” ქარელის შტაბში ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მთავარი არხის ოპერატორს მრავლობით დაზიანებები აღენიშნება.