პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის განხილვისას განაცხადა, კომიტეტის მიერ გაკეთებული დასკვნა პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილია და ის რეგლამენტით დადგენილი წესისა და კალენდარული ვადების ფარგლებში მოქმედებს.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.