კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ორი თვეა ხელმძღვანელის გარეშეა. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერ არავინ დანიშნულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“არავინ დანიშნულა ჯერ, ვაკანსია გამოცხადდება თუ არა, არც ეგაა ცნობილი”, – ამბობენ მერიაში.
უწყების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, შიდა აუდიტის სამსახურს ახლა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინა ბეინაშვილი წარმოადგეს, “მოზაიკა” მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
კასპის...
„ყველაფერი უკვე მზად არის დემონტაჟის დასაწყებად“, – განაცხადა გორის 11 სკოლის დირექტორმა. ინფორმაციას რადიო მოზიაკა ავრცელებს.
თამარ სამსონაშვილის თქმით, დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო პროცესი პაუზის გარეშე დაიწყება.
“დემონტაჟსა და მშენებლობას ერთი და იგივე კომპანია შპს „ნნ ჯგუფი“ ასრულებს. შესაბამისად, როგორც კი მოხდება დემონტაჟი, მალევე დაიწყება მშენებლობა“, –განაცხადა სამსონაშვილმა.
შპს “ნნ ჯგუფთან” ხელშეკრულება განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ გააფორმა. ეს უკვე მეორე კომპანიაა, რომელსაც...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 10 ავტობუსს შეიძენს. მერის, ზურაბ უტიაშვილის განმარტებით, ტრანსპორტის შესაძენად შეკვეთა უკვე გაკეთებულია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პარალელურად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე გამოსცა დადგენილება ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშუტების შესახებ:
№1 – სარაჯიშვილის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთა; ვაჩნაძის ქუჩა; ბესიკის ქუჩა; ცხრა აპრილის ქუჩა; ქოროღლიშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; რუსთაველის...
ახალციხის მერიამ N2 საბავშვო ბაღის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. თვითმმართველობამ სამხარაულის ექსტეპრტიზის ბიუროს რეკომენდაცია გაითვალისწინა, შესაბამისად, ძველის ნაცვლად თამარაშვილის ქუჩაზე ახალი ბაღი აშენდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება დემონტაჟი. შენობის რეაბლიტაციისთვის მიმდინარე წელს გამოყოფილი 930 000 ლარი სხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავცრელებს.
აღნიშნულის შესახებ, 28 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, მერის მოადგილემ, ილია ზარდიაშვილმა განაცხადა.
„აქ ორ სხვადასხვა დასკვნაზეა საუბარი.. ჩვენ...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცხრა თვის განმავლობაში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარსექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის,...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დედაქალაქის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, ურბანული განვითარების პერსპექტივებზე და თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელონ.
„წლების...
დღეიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა განმარტავს, ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის...
მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია, - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ჯერ კიდევ ვერ ემსახურება.
„ხელშეკრულება შარშან ნოემბერში კომპანია „მამისონთან“ გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოსახლეობისთვის გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ჭითაწყარიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მერი მოსახლეობას მოადგილეებთან ერთად შეხვდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მამუკა წოწერიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
მერის თქმით, ანგარიშის წარდგენასთან ერთად, „ეს იყო მოსახლეობასთან ინტერაქციის კარგი შესაძლებლობა“ და ყველა პროგრამა, ყველა ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის...
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროგრამას "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ახორციელებდა.
აღნიშნული პროგრამით, შეირჩა და გადამზადდა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საკვანძო კომპეტენციები განივითარეს და ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.
“ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, წელსაც რამდენიმე საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ და მათ შორისაა...
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს განცხადებას, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში. განცხადებას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევას, რომლიც შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა.
ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და...
ავტორი: რუსა მაჩაიძე
თუ ვინმეს გაინტერესებთ, რა ქონებას ფლობს თბილისის მერია, იცოდეთ, რომ ვერასოდეს გაიგებთ. ოღონდ, თქვენ უდავოდ უკეთეს სიტუაციაში ხართ, გაინტერესებთ მაინც, მერიას კი არც კი აინტერესებს, ან აინტერესებს, მაგრამ მის თანამშრომლებს სათანადო ინფორმაციის მოძიება ეზარებათ. ყოველ შემთხვვეაში, ჩვენ ორჯერ ზუსტად ეს პასუხი გაგვცეს.
თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს", ვაკონკრეტებთ, იმ უწყებას, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა ევალება...
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე, ავტოფარეხების ნაცვლად, კეთილმოწყობილი სივრცეები იქნება. ცინცაძის ქ. N42, შარტავას ქ. N4-6, დოლიძის ქ. კორპუსი N28-სა და ფანჯიკიძის N10-ის მოსახლეობის სურვილით, ჯამში, 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
მათივე ცნობით, ცინცაძის ქ.42-ის მიმდებარედ არსებული სივრცე უკვე კეთილმოეწყო, სადაც რამდენიმე ავტოფარეხი სკვერის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი. პროექტის მიხედვით, მოეწყო განათების სისტემა, ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა და დაიდგა საპარკე ინვენტარი.
დასრულებული სამუშაოები...
„ქუთაისი აქოთდა“ – ამ შინაარსის პლაკატებით ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საინფორმაციო ჯგუფმა „როდემდე?!“ ქალაქში დასუფთავების პრობლემები გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მთავარ პრობლემად დაასახელეს: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადატანის ნელი ინტენსივობა. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ნარჩენებით სავსე ურნების ფოტოგამოფენა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის წინ სიმბოლურად ნარჩენებით სავსე ტომრები მიიტანეს, რომელსაც ქუთაისის სხვადასხვა ქუჩის სახელი ეწერა. ახალგაზრდებმა მერიას განცხადებით მიმართეს...
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა დამტკიცდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს ინტეგრირებული მიდგომების დანერგვას ბათუმის ველომეგობრულ ქალაქად ჩამოყალიბების მიზნით. გეგმის მიზანია ველოსიპედით უსაფრთხოდ, კომფორტულად გადაადგილება.
„გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში. ველოგადაადგილების გენერალური გეგმა მომზადდა მუნიციპალიტეტის, ველომომხმარებელთა ადგილობრივი ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით. გეგმაზე მუშაობის პროცესში გამოყენებულია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































