„ქუთაისი აქოთდა“ – ამ შინაარსის პლაკატებით ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საინფორმაციო ჯგუფმა „როდემდე?!“ ქალაქში დასუფთავების პრობლემები გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მთავარ პრობლემად დაასახელეს: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადატანის ნელი ინტენსივობა. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ნარჩენებით სავსე ურნების ფოტოგამოფენა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის წინ სიმბოლურად ნარჩენებით სავსე ტომრები მიიტანეს, რომელსაც ქუთაისის სხვადასხვა ქუჩის სახელი ეწერა. ახალგაზრდებმა მერიას განცხადებით მიმართეს და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდეს.