ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების 87%-ს ასაჯაროებს. ამის შესახებ ცესკოს წევრმა, ივანე ნორაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნორაკიძემ აღნიშნა, ჩანაწერების ნახვა ნებისმიერ მსურველს ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით შეუძლია. „2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი არჩევნები, სადაც უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 3200 უბანზე მოხდა ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. ძალიან ბევრი ადამიანის პროცესში ჩართულობით...
მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. როგორც ბაქრაძე განმარტავს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერა გადამწყვეტია. „მეორე ტური პრინციპულად გადამწყვეტია და სწორედ მეორე ტური განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ამ ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, მეორე ტურში აქტიური გამოჩენა და გასული ოპოზიციური პარტიების კანდიდატების...
პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების გამართვას სთავაზობს. როგორც პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მათთან კონსულტაციების, მსჯელობის შედეგად მიიღებს. “ჩვენ დღეს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როდესაც მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს და ათი ათასობით მხარდამჭერს გასაკეთებელი აქვს ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი არჩევანი. ჩვენი ამომრჩეველი აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ ამომრჩევლის...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ჯერჯერობით განსახილველი თემა არ არის და არის იმის რესურსი, რომ სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებაში დაარწმუნონ. მისი თქმით, უწყება აქტიურ მუშაობას გააგრძელებს იმ მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ კიდევ არ აცრილან. „ჩვენ საბჭოს ფორმატში ამ კვირაში ვიმსჯელებთ. ამ კვირაში იგეგმება უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოს სხდომის ჩატარება. ვფიქრობთ, ჯერჯერობით არის რესურსი, განსაკუთრებით...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამასთან, გამყრელიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევა არაა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, პანდემიის დროს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მანდატორული წესის შემოღება შესაძლებელია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით სრულ მანდატორიზმზე გადასვლამდე, ყველა სხვა მეთოდი უნდა გამოიცადოს. „ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება. ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ხელმძღვანელობს სერიოზულ...
ლანჩხუთის მომავალ საკრებულოში, რომელიც 27 წევრისგან დაკომპლექტდება, ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.  არჩევნების შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 52% -მა ხმა “ოცნებას” მისცა და მას პროპორციული სიით 10 მანდატი ერგო. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“  გავიდა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 5 მანდატი მიიღო. არჩევნების შედეგების მიხედვით, მესამე ადგილზე გიორგი გახარიას პარტია გავიდა და მას მომავალ საკრებულოში 2 წევრი ეყოლება. 1 მანდატი კი პარტია...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. საკრებულოს არჩევნები შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული, წესით ჩატარდა. თერთმეტივე მაჟოეიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 22 მანდატი პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილდეს. საკრებულოში მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლები შევლენ, რომელბმაც ამომრჩევლის ხმების მინიმუმ სამი პროცენტი მოაგროვეს. მარნეულში ასეთი სულ ორი პარტია...
ნიკა მელია არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნული ინტელექტი, არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“ და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას - ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ამ მხრივ სამუშაო აქვს. „პრინციპში წინა არჩევნების შედეგი გაიმეორეს, მაშინ 27 იყო და ახლა 30, არსებითი განსხვავება არ არის შედეგებს შორის, თუმცა, ესეც არის ძალიან...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 დღეში დამტკიცდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების ინიციატივა, რაც მოსახლეობის აცრის შემთხვევაში, მათ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი წახალისება იმისდა მიხედვით მოხდება, თუ დამატებით რამდენ ადამიანს აცრიან. „აქამდე ადამიანები აქტიურად მოდიოდნენ აცრებზე, მაგრამ რესურსი, რომ თვითონ მოვიდნენ, დაახლებით 100-150 ათასი ადამიანია. დანარჩენთან ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია...
ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მომდევნო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება - ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სამი წელი იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე სესიაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, როგორც იქნა 9 წლის თავზე სამართალი და კანონი აღსრულდა. „ადამიანი, რომელიც უამრავ დანაშაულში არის ბრალდებული, დღეს...
ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? - 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯიმ რიშის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ჯიმ რიში მიუთითებს, რომ 2021 წლის არჩევნები...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთში  “ოცნებამ” მოიპოვა გამარჯვება. მომავალ საკრებულოში მმართველი პარტია 19 წევრით იქნება წარმოდგენილი, აქედან 10 პარტიული სიით.  რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ ცხრავე უბანზე ხმების უმეტესობა სწორედ “ოცნების” კანდიდატებმა მიიღეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. ქალაქში ხალხის რჩეული კახა კვიტაიშვილი გახდა. ნიგოითი-შუხუთის სამაჟორიტარ უბანზე- ზაზა წულაძე, მაჩხვარეთი- გვიმბალაური-ჩიბათის ამომრჩეველმა ნდობა გიორგი ჩახვაძეს გამოუცხადა. ლესა-ჯურუყვეთში-ელისო ჭიჭინაძეს. ნინოშვილი- ნიგვზიანში ბესიკ ტაბიძემ გაიმარჯვა. ჩოჩხათში რევაზ კვერენჩხილაძემ მიიღო მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი. ღრმაღელე-წყალწმინდაში კახა თედორაძემ მიიღო...
ბოლო მონაცემებით, პროპორციული სიით “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 17 დეპუტატი შეიყვანა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9, პარტიამ “საქართველოსთვის“ - 4. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს - 15 მაჟორიტარული ოლქიდან 4 ოლქში მეორე ტური ჩატარდება, 10 ოლქი “ქართული ოცნების“ წევრებმა მოიგეს, 1 ოლქი კი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 8996 ხმა ( 25.8%) აქვს; “გახარია-საქართველოსთვის” ...
“ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა საგანგებო ბრიფინგი,სადაც ის ოქმები წარადგინეს, რომლებშიც მათივე მტკიცებით, ჩანს, რა სქემით მუშაობდა “ქართული ოცნება”. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. როგორც დავით მჯავანაძემ ბრიფინგზე განაცხადა ოქმებში ამომრჩევლის იმაზე მეტი ხმა აქვთ დაწერილი,ვიდრე რეალურად არჩევნებზე მივიდა. სხვადასხვა სახის დარღვევებზე ისაუბრა ირაკლი ღლონტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერი ოზურგეთის ისტორიაში ერთ-ერთ შავ...
ჩოხატაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ გურიუანიუსი წერს. 12 მაჟორიტარიდან პირველივე  ტურში „ქართული ოცნების“ 11-მა მაჟორიტარმა გაიმარჯვა. მეორე ტური ჩატარდება ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის უბანზე მამუკა ჯინჭარაძეს („გახარია საქართველოსთვის“) და ზვიად მამალაძეს („ქართული ოცნება“) შორის. დაბა ჩოხატაური: ჯუმბერ ბერძენიშვილი, 58,93%; დაბლაციხე, ბუკისციხე, იანეული, დიდი ვანი, შუასურები, ზემო სურები: გოჩა ჯიქია, 42,26%; ამაღლება, სამება, ვანი, ზომლეთი: ზვიად წეროძე, 58,18%; გოგოლესუბანი,...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წინასწარი მონაცენებით, ჩოხატაურის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 24 ან 25 დეპუტატი ეყოლება. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. ასევე, წინასწარი მონაცემებით, ჩოხატაურის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, “გახარია _ საქართველოსთვის” _ 3 ან 4 დეპუტატით, “სახალხო პარტია” 1 დეპუტატით.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ