ავთანდილ თალაკვაძეს პარტიაზე ნაკლები ხმები აქვს – პარტიული მონაცემები ოზურგეთიდან

332

ბოლო მონაცემებით, პროპორციული სიით “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 17 დეპუტატი შეიყვანა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9, პარტიამ “საქართველოსთვის“ – 4. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს – 15 მაჟორიტარული ოლქიდან 4 ოლქში მეორე ტური ჩატარდება, 10 ოლქი “ქართული ოცნების“ წევრებმა მოიგეს, 1 ოლქი კი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 8996 ხმა ( 25.8%) აქვს; “გახარია-საქართველოსთვის”  – 3228 ხმა (9.20%) ; ხოლო “ქართული ოცნებას” –  17 536 ხმა (50.43%).

ამ მონაცემით ირკვევა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს, რომლის საარჩევნო კამპანიაში მთელი ხელისუფლება იყო ჩართული და არსებული ინფორმაციით 3 მილიონზე მეტი დახარჯეს, პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს. ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში 15 396 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 44.13%-ია.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთისგან  განსხვავებით, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მმართველი გუნდის კანდიდატებმა პარტიაზე ბევრად მაღალი შედეგი დადეს და თითქმის 10%-ით გადაასწრეს.

მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.