“ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

260

“ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა საგანგებო ბრიფინგი,სადაც ის ოქმები წარადგინეს, რომლებშიც მათივე მტკიცებით, ჩანს, რა სქემით მუშაობდა “ქართული ოცნება”. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

როგორც დავით მჯავანაძემ ბრიფინგზე განაცხადა ოქმებში ამომრჩევლის იმაზე მეტი ხმა აქვთ დაწერილი,ვიდრე რეალურად არჩევნებზე მივიდა.

სხვადასხვა სახის დარღვევებზე ისაუბრა ირაკლი ღლონტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერი ოზურგეთის ისტორიაში ერთ-ერთ შავ ლაქად დარჩება.:”ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო მათხოვრობა, როგორც ქართული ოცნების მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის მხრიდან, ასევე პირადად ივანიშვილის კანდიდატის – შარაშენიძის მხრიდან.ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქეების დაკავების ფაქტი და ოჯახების, მეზობლების, მეგობრების იძულება, რომ მათ დაეწყოთ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების შეგროვება. ვიხილეთ ასევე ოზურგეთის ჩამოშლილი სასამართლო, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატს შეუნარჩუნა რეგისტრაცია. “