გამყრელიძე: მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო იყოს, მაგრამ ეს საკითხი საბჭოზე ჯერჯერობით არ განიხილება

255

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევა არაა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, პანდემიის დროს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მანდატორული წესის შემოღება შესაძლებელია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით სრულ მანდატორიზმზე გადასვლამდე, ყველა სხვა მეთოდი უნდა გამოიცადოს.

„ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება. ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ხელმძღვანელობს სერიოზულ ინსტიტუციას და ეს იხილება შიგნით. მე ახალ ველოსიპედზე არ ვსაუბრობ. ვიმეორებ იმას, რაც ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის ასე იყოს, მაგრამ ჯერჯერობით, საბჭოზე მანდატორიზმის საკითხი არ განიხილება“,- განაცხადა გამყრელიძემ.