დღეს ომანში გამართულ World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმი ტურიზმის „ოსკარის“ მსოფლიოს ნომინაციებში პირველადაა წარმოდგენილი და ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორიცაა - საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. „დღეს, World Travel Awards -ზე...
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები უცვლელი რჩება. როგორც ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. „ზამთრის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები მომხმარებლებისგან, თუ...
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელ ხელედში შიდა საუბნო გზის, რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ტარდება. პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება 302მ-ზე, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. , "ბნმ’" ჯგუფი ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 78, 878 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობას იწყებს. რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 800 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, ურბანისტების საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრა გამართა, სადაც აუთვისებელი ვრცელი ტერიტორიების ურბანული განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაცია, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,...
ე.წ ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის დამცავი საყრდენი კედლის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება. პროექტი მზად არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოსამზადებელი სამუშაოები გაზაფხულამდე დასრულდება. დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ მტკვრის დამცავი...
9 ნოემბერს  სასამართლოში, ახალციხის მერიის წინააღმდეგ შპს „მშენ +“-ის სამოქალაქო საჩივრის განხილვის მორიგი პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. როგორც შპს ,,მშენ +“-ის ადვოკატმა, რევაზ ცირეკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სახელმწიფო ბაჟის თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა სარჩელი  უკან გაეთხოვა. მისივე თქმით, ეს დროებითია, რადგან თანხის შეტანის შემდეგ პროცესები ისევ განახლდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. კომპანია მერიას იმ ჯარიმების გაუქმებას სთხოვს,...
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 998 მეტრია. პროექტის ღირებულება 774 064,69 ლარი. პროექტით გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობასაც", - განმარტავენ მერიაში. მათივე ცნობით, ბაგრატიონის ქუჩას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია.
ჩვენი უნიათო ოპოზიცია იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომლის ობიექტურობაშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა, რეაგირებას ახდენდეს - კვლავ გრძელდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობა,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრიმა ილია ვერძაძემ განაცხადა. მისი თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ხელშეშლის და |უაზრო ბოიკოტების ნაცვლად, უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ მშვიდობას და სტაბილურ გარემოს ალტერნატივა არ აქვს. „ოპოზიციის მიერ შემუშავებული „მესიჯბოქსები“, რომელთა...
კასპის მერმა საკუთარი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემრბის ბოლოს დაანონსა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. „ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემბრის ბოლოს იგეგმება. შევაჯამებთ განვლილ ერთ წელს, ზუსტი თარიღი, დრო და ადგილიც მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვახტან მაისურაძემ. რაც შეეხება გორის მერიას, უწყებაში ამ დრომდე არ იციან, როდის და სად მოხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია. ინფორმაციისთვის, საკუთარი მუშაობის ერთი წელი უკვე შეაჯამეს ხაშურის და...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ. გორის მერიის ცნობით, ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გორში, საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. „ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ელექტრონული პლატფორმის ამუშავება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობა ბევრად გაამარტივებს სტუდენტების რეგისტრაციის პროცესს და თავიდან აგვაცილებს მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ გაუგებრობებს“, – აღნიშნა გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. უწყების ცნობით, ახალგაზრდებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლის...
გლდანის VI მიკრორაიონის სკვერში სკამებს ფიცრები მოტეხეს და ცეცხლი დაანთეს, - ამის შესახებ პისტს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ავრცელებს. https://www.facebook.com/KonstantineZarnadzeGD/posts/pfbid035CoU2VsFwMQ8Kkp52eGxd2pYqqqnRgDxftVR3T7zr66eiq8dh1x33oM1phgFncEDl
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად, მთაწმინდის პარკს გადაეცემა. „გვქონდა შესაძლებლობა,...
წინა სტატია სემეკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. სემეკის ცნობით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბოლომდე ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სასმელი...
თბილისის მერიის წინ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პერფომანსი სახელწოდებით „კორუფციის გამოფენა“ მოაწყო. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა”. ასევე პერფომანსის ორგანიზატორებმა აქციის დროს წარადგინეს ხმოვანი ჩანაწერი: „მეტროსადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად.” ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრის, ბადრი გრიგალაშვილის თქმით, „კორუფციის...
ქარელის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურს გიორგი ხაბალაშვილი უხელმძღვანელებს. დაწინაურებამდე, ხაბალაშვილი აღნიშნულ სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობდა. “მე ვიყავი სპეციალისტად გაფორმებული და უფროსის მოვალეობას ვასრულებდი კონკურსის წესით მოხდა ჩემი უფროსად შერჩევა”, – განაცხადა გიორგი ხაბალაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, 125 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგაც, 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. „წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ