გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 998 მეტრია. პროექტის ღირებულება 774 064,69 ლარი. პროექტით გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობასაც”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, ბაგრატიონის ქუჩას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია.