კახა კალაძე სარეზერვო ფონდიდან თანხებს საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოყოფს, - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ლილე ლიპარტელიანმა წარადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც მისივე თქმით, დასტურდება, რომ ქალაქის მერს არ ჰქონდა საფუძველი ე.წ. ფორსმაჟორული სიტუაციით ესარგებლა და ბიუჯეტიდან დამატებით მილიონ 800 ათასი ლარი მოეთხოვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ ქალაქის მერის ფინანსური წახალისებები.
თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურამდე მიმართვას ავრცელებს და ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე" საუბრობს. მისი თქმით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და სჯერა, რომ მეორე ტურში პროგრესი და სტაბილურობა გაიმარჯვებს. "2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და...
წინა სტატია შპს „ენგურჰესი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებებს პასუხობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია, ჩართულები არიან დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესში. პარლამენტარმა ანა წითლიძემ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანი ის არის, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვერ შეძლონ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა. საგანგაშო, წითლიძის მტკიცებით ამ ყველაფერში არის შემდეგი - ეს ადამიანები მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუს ოკუპანტებთან...
აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში, 72-მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა. საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს. ახალი ხიდი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასფალტობეტონის საფარი და ქვეითთა სავალი. ხიდის სიგრძე 72, სიგანე კი 8 მეტრია. ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კომპანია „ალმამ“ კონტრაქტის პირობების დარღვევით უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური სატირის ბანერის განთავსებაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია „ალმას“ მოუწევს „ევროპული საქართველოსთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, - ამის შესახებ „ევროპულის საქართველო“ წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. გიორგი ნონიაშვილის თქმით, კომპანია „ალმას“ მოუწევს სასამართლოში პასუხების გაცემა. „თქვენ იცით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართებოდა...
ბათუმში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი სისხლის სამართლის დამნაშავეა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურაში არჩილ ჩიქოვანის წინააღმდეგ არაერთი საქმეა შეტანილი და მან არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურა უნდა მოხსნას. რეზო ხარაზის განცხადებით, პროკურატურა სუბიექტურად იქცევა და არჩილ ჩიქოვანის საქმეზე დუმს. „27 სექტემბერს საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, კონკრეტული კითხვებით, რომელიც არჩილ ჩიქოვანის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა. კითხვები...
მთავრობამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაამტკიცა, რომლითაც 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად სასოფლო სამეურნეო მიწას გადავცემთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივებს საშუალოდ, 3 000 – 4 000 კვ.მ. ფართობის სახნავი სასოფლო დანიშნულების მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. „ეს მიწები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა კომპაქტურად არის ჩასახლებული. მათი შემოსავლის...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება. მისი თქმით, აღნიშნული კორპუსის დემონტაჟის პროცედურა უკვე დაწყებულია. "დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს, ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. აქ მცხოვრები ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც დააფინანსებს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა. ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა. მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან...
აჭარის უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება. აჭარის უმაღლესი საჭოს ინფორმაციით, სრულად ადაპტირებულ სივრცეში მოქალაქეები არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გაეცნობიან, არამედ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აპარატის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას. უწყების ცნობით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მოწყობას უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და მისი მიზანი აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საბჭოს შესახებ...
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ რიგ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები მოითხოვონ. აღნიშნულის შესახებ კითხვას მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ უპასუხა. „ვნახოთ, როგორ დასრულდება მეორე ტური, როგორი იქნება არჩევნების საბოლოო შედეგები. სადაც დავინახავთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო აქტიურ როლში მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს გამოვიყენებთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ამასთან, მისი თქმით, გახარიას პარტიის მთავარი...
პარტია ,"ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია "ხალხისთვის" პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ,,ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში თავისი დღის წესრიგი დააშენა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მასწავლებელთა და მშობელთა 80% სრულად აიცრება, სასწავლო პროცესის სკოლებში ჩატარებას საფრთხე აღარ დაემუქრება. „სკოლებში საკმაოდ კარგად იცავენ რეკომენდაციებს, რაც სამინისტროების მიერ არის დაწესებული. სასურველია და სულ მოწოდებაა საჭირო, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას. მიუხედავად იმისა, რომ...
პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ ყველა იმ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის, მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს. „ჩვენი პრინციპის კვალდაკვალ ყველა სხვადასხვა კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის დავუჭერთ მხარს, იმ პრინციპის გამოხატულებად, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გამოვდივართ არა პირადი სიმპათიებით ან ანტიპათიებით, არამედ გამოვდივართ...
სადაც მეორე ტური არის, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია ამას გააკეთებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იქნება ოპოზიციური კანდიდატი. მისივე თქმით, ამ მიზნისთვის მისი პოლიტიკური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს. „ეს იქნება ზოგადად ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაცია და კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ არჩევნებზე მოსვლა და მაღალი დასწრება მნიშვნელოვანია,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ