კახა კალაძე სარეზერვო ფონდიდან თანხებს საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოყოფს, – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
ლილე ლიპარტელიანმა წარადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც მისივე თქმით, დასტურდება, რომ ქალაქის მერს არ ჰქონდა საფუძველი ე.წ. ფორსმაჟორული სიტუაციით ესარგებლა და ბიუჯეტიდან დამატებით მილიონ 800 ათასი ლარი მოეთხოვა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ ქალაქის მერის ფინანსური წახალისებები.