მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ე. ტატიშვილის ქუჩა N19-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები იცვლება, ასევე, მონტაჟდება საკომუნიკაციო ჭები. "აღნიშნულ მისამართზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 697...
22 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტების განხილვა გაიმართება. განხილვაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, საკუთარი აზრის დაფიქსირება, შენიშვნის ან რეკომენდაციის მიცემა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია. შეხვედრა 22 ნოემბერს, 17:00 საათზე, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, შალვა ახალციხელის N2-ში გაიმართება. მოქალაქეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გაცნობა – https://akhaltsikhe.gov.ge/ge -ზე შეუჩლია.
ქარელში სატყეოს კორპუსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 15 ოჯახი მერიას დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, კორპუსის სახურავს სასწრაფოდ შეკეთება სჭირდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “სახურავი ძალიან არის დაზიანებული. როცა წვიმს, წყალი სახლებში ჩამოგვდის”, – ამბობენ ადგილობრივები. მათივე ინფორმაციით, მერია პრობლემის მოგვარებას ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამით სთავაზობს. “მერია გვეუბნებაა თანადაფინანსებით გაგიკეთებთო, თითო ოჯახს 300 ლარის დადება გვიწევს, რაც არ გვაქვს. აქ ყველა სოციალურად დაუცველი ან დევნილია,...
ხაშურის მერია საახალწლოდ 370 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასაჩუქრე პაკეტის გადაცემას აპირებს. ამისთვის კი, როგორც გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, 26 600 ლარის დახარჯვას აპირებს. დოკუმენტაციის მიღედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მერიისგან საჩუქრად მიიღებენ: 5 კგ შაქარს; 4 ლიტრ ზეთს; 25 ცალ კვერცხს; 2 კგ შოკოლადს; 2 ცალ შედუღებულ რძეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუეტის პროექტი განიხილეს. გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებებია ასახული. დოკუმენტში მოცემული თანხების დახარჯვას მუნიციპალიტეტი საკუთარი შემოსავლებით გეგმავს. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მერიამ საკუთარი შემოსავლების ნაწილში 22 646, 5 ლარი გაითვალისწინა. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 9 826, 4 ლარია განსაზღვრული. გარე განათება – 1 მლნ 980...
"რეგიონები ორბელიანების სასახლეში"  დღეს 21 ნოემბერს "სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. როგორც გამოცემა "bm.ge-ს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. "ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა,...
ბაკურიანში წაქაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მერიის ცნობით, ჯამში, 440 მეტრ სიგრძეზე არმირებული ბეტონის საფარი დაიგო და გზის რეაბილიტაციისთვის 348 946 ლარი გამოყო. სამუშაოები შპს „ბილტმორმა“ შეასრულა. მიმდინარე წელს შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ სადგერში, ყვიბისში, ცემში, საკირეში, ვარდგინეთში, ბეშეთში და ტბაზე დასრულდა. ამასთან, მოლითში, სადგერში და დგვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
„უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში შუახევის მერიამ მიმდინარე წელს 9 ოჯახს საცხოვრებელი სახლი შეუძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარი  გაწერა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარმა თვითმმართველობას უნდა მიმართოს. ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს. პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომლებიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველები არიან, ასევე  საცხოვრებელი სახლები სიძველისგან...
"ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაში" ცვლილება შედის,- ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სხდომაზე მოხსენებისას ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პირმა 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მიიღოს, საკმარისი იქნება, ის ცნობილ იქნეს დაზარალებულად და ფლობდეს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მის მიმართ ჩადენილი დანაშაული დასტურდება. ან აღნიშნულ თანხას მიიღებს მსხვერპლი,...
სტუდენტთა დაფინანსების წესში ცვლილება შედის. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაციის ვალდებულების გაუქმებაა. "ჩვენ ჩანაწერი გვქონდა, რომ სტუდენტს სერვისის მიღების შემთხვევაში ბოლო 2 კლასი უნდა ჰქონოდა აქ დამთავრებული, ანუ ჩაწერილი უნდა ყოფილიყო რუსთავში და ეს უნდა წარმოედგინა, თუმცა ახლა შეგვაქვს ცვლილება, რომ მეტი...
"სანამ რამეზე თავს მოვიწონებთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი რთული მდგომარეობაა დღეს ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით",- ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელთაც მერმა მუნიციპალიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ლაცაბიძის თქმით, მომავალი წლისთვის რუსთავში 10-ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. "სანამ რამეზე თავს მოვიწონებთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი რთული მდგომარეობაა დღეს ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით. პრემიერთან ერთად რამდენიმე ბაღის...
წინა სტატია 20 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში სოფლის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე მოსახლეობამ სოფლის სახელის შეცვლის საკითხი განიხილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. "კრებაზე მოსახლეობამ აირჩია სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და განიხილეს სოფლისთვის სახელის შეცვლის საკითხი. ადგილობრივებმა სახრლის ორ ვარიანტს, მამეისა და მეგობრობას, შორის მხარი მამეის დაუჭირეს. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება გაითვალისწინებს ადგილობრივების გადაწყვეტილებას', - აცხადებს პლატფორმა "სალამის" ბორდის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში არცერთი შენიშვნა არ შესულა. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვისთვის 10 ნოემბერს საკრებულოს ფეისბუქზე და მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „გთხოვთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე sakrebulo@marneuli.gov.ge ან წერილობით მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება, არაუგვიანეს 2022 წლის 25 ნოემბრისა", - წერია...
იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წარმოამდგენლებს ქუთაისში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. დაპირების მიხედვით, აკადემიის  მოწყობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცლეებს. "როდის დასრულდება ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა ქუთაისში?" - ეს გახლდათ მთავარი შეკითხვა, რომელსაც იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსვამს. აკადემია, რომელიც სპორტულ კომპლექსს გულისხმობდა და რომლის მშენებლობაც 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პეტიციას ხელს 220 ადგილობრივი აწერს. "ადგილობრივებს წლების განმავლობაში სტიქიასთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უხდებათ. ბევრი მათგანი ავარიული სახლის გამაგრებას ვერ ახერხებს. ვითარება კიდევ უფრო რთულია სკოლაში, სადაც დაზიანებული ხის იატაკიდან...
ბორჯომში, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფციის, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და მამხილებლის დაცვის თაობაზე, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა, თამთა კაჭკაჭიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა გახსნეს. მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ