ლაგოდეხში, სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია "ინსი“ აღადგენს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს.
მერმა განაცხადა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ქ.ლაგოდეხში დასრულებული იქნება,...
"ნაციონალური მოძრაობის" შუახევის ორგანიზაციის წევრი სოსლან ზოიძე შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მერიის უკანა ეზოში, სადაც ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, სამუშაოები შეჩერებულია. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.
ზოიძე ამბობს, რომ ამ პროექტისთვის მერიიდან 127 ათასი ლარი დაიხარჯა. სოსლან ზოიძე მუნიციპალიტეტის მერს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს და მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოითხოვს.
შუახევის მერიაში კი ამბობენ, რომ...
ბათუმის მერიის შესასვლელში დამონტაჟებული ბარიერები მოიხსნა. ინფორმაციას ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გადაწყვეტილებას მერია "მუშაობის ღიაობისა და საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის" მიზეზით ხსნის.
ამავე წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში, დაგეგმილია მერიაში იუსტიციის სახლის მსგავსი მომსახურების მოდელის დანერგვა და მოქალაქეთა მიღების სივრცეების შექმნა.
ამჟამად კი, მერიის შენობაში გადასაადგილებლად საჭიროა საშვის აღება, რომელსაც მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში გასცემენ.
ქვეში-სათემო-ციცაგიანთკარის გზების მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერის პირობებს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია ასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს საჩივრით მიმართა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
,,გროსინვესტკაპიტალის" იურისტები ამბობენ, რომ სატენდერო წინადადებაში ჩაწერილი ნორმა ეწინააღმდეგება კანონდებლობას. კერძოდ, გორის მერიის შესყიდვების სამსახური წერს, რომ ტენდერში მონაწილე უცხოურ კომპანიებს, სათაო ოფისის მიერ შესრულებული სამუშაოები, გამოცდილებაში არ ჩაეთვლება.
თუ ეს ფრაზა არის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაშინ...
უნდა შეიცვალოს თუ არა "ბათუმობის" აღნიშვნის თარიღი, - ამ საკითხზე ბათუმის მერია სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს. გამოკითხვა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
"ბათუმობა" ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან.
აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის...
ქალაქ კასპში, ე.წ ქეჩარუხის დასახლებაში, კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კასპის გამგეობაზე დაყრდნობით წერს.
კასპის მერიის ცნობით, კანალიზაცია ოთხ ქუჩაზე მოწესრიგდება: ლესელიძის, მეტეხის, ქვათახევისა და სამების ქუჩები.
გარდა ცენტრალური მაგისტრალისა, საკანალიზაციო ქსელი შეიცვლება სამების, ქვათახევის და მეტეხის ქუჩების გადაკვეთაზე.
სამუშაოებზე ჯამში 495 000 ლარი დაიხარჯება.
2018 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 4 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
ამ ფონდიდან დაფინანსდება სოფელ ქვიშხეთში წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაც, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 400,000 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 985,258 ლარით დაფინანსდება სოფელ ქვიშხეთში გზის მოასფალტების სამუშაოები, ხოლო სოფელ ტეზერში შესასვლელი გზის მოასფალტებისთვის 400,000 ლარი დაიხარჯება.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდება დაბა სურამში, 26 მაისის...
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულ -გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ხელმღვანელობით, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, მერის მოადგილე, დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით რეხვიაშვილი და ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე 2018 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილი პროექტები და...
2018 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 4 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 811 902 ლარია გათვალისწინებული.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ცენტრალური გზის მოასფალტება ცეტნრალური ბიუჯეტიდან 3,395,641 ლარით დაფინანსდება, ხოლო ქარელის ქუჩების მოასფალტების სამუშაოებისთვის 531,316 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოწესრიგდება ქარელი-აფნისის გზის ნაწილიც, რისთვისაც რეგფონდიდან...
ასპინძის მუნიციპალიტეტმა სასპორტო სკოლას ა(ა)იპ–ის სტატუსი მიანიჭა. მან ფუქნციონირება 1 თებერვლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე მისი ბიუჯეტი არ გაზრდილა, მაგრამ ა(ა)იპ–ების რაოდენობა იურისტებში მაინც კითხვის ნიშნებს აჩენს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „სასპორტო გაერთიანების“ შექმნით, ასპინძაში არაკომერციული, არამოგებიანი იურიდიული პირების (ა(ა)იპ–ი) რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
ასპინძის მერიის ინფორმაციით, ახალ ა(ა)იპ–ში იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც სასპორტო სკოლაში იყო – 20. არც ხელმძღვანელი შეცვლილა და მას...
2018 წელს კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ 6 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ცენტრალურ ბიუჯეტში 2 388 026 ლარია გათვალისწინებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ სამთავისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას 598,383 ლარით დააფინანსებს, ხოლო ქალაქ კასპში, ეფრემ მეორის ქუჩის მოასფალტება-მოწყობას - 317,964 ლარით.
ამავე ქალაქში, თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიული და თაყაიშვილის I ჩიხის მოასფალტებისთვის...
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე ზუგდიდის მერიას ბაგა-ბაღების პედაგოგებთან და პერსონალთან ხელშეკრულებების დაგვიანებით გაფორმებაში ადანაშაულებს. წითლიძის თქმით, ამის გამო ბაღების პერსონალი დაზარალდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მისი განმარტებით, თანამშრომლებმა დაკარგეს იმ რამდენიმე დღის ანაზღაურება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ხელფასი ჯერ არ აუღიათ.
ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ზუგდიდის მერიაში. მერის მოადგილე მაიზერ ნანავას განმარტებით, 12 იანვარს ჩამოყალიბდა სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრი, რისი მიზეზიც...
"რაბათის ციხის", იგივე "ახალციხის ციხის" ახალ დირექტორად დავით ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც 2012–2016 წლებში, „ახალციხის ციხის“ მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა. ის ახალ თანამდებობაზე 5 თებერვალს დაინიშნა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ამ პოზიციაზე მან ზაზა თამარაშვილი შეცვალა. ზაზა თამარაშვილის მსგავსად, დავით ტაბატაძემაც ციხის დირექტორის პოზიციაზე მერის მოადგილეობიდან გადმოინაცვლა. დავით ტაბატაძე რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის, ვლადიმერ ზედგინიძის, ზაზა თამარაშვილი კი თვითმმართველი ქალაქის პირველი მერის, გიორგი კოპაძის...
საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი დაათვალიერა ვანის მუნიციპალიტეტში მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე განაცხადა, რომ დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლითაც თბილისი გამწვანდება.
მისი თქმით, ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით.
იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტისა და კლიმატისათვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სია შესაბამისი დასურათებით
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































