ბათუმის მერიის შესასვლელში დამონტაჟებული ბარიერები მოიხსნა

453

ბათუმის მერიის შესასვლელში დამონტაჟებული ბარიერები მოიხსნა. ინფორმაციას ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მერია “მუშაობის ღიაობისა და საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის” მიზეზით ხსნის.

ამავე წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში, დაგეგმილია მერიაში იუსტიციის სახლის მსგავსი მომსახურების მოდელის დანერგვა და მოქალაქეთა მიღების სივრცეების შექმნა.

ამჟამად კი, მერიის შენობაში გადასაადგილებლად საჭიროა საშვის აღება, რომელსაც მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში გასცემენ.