2018 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 4 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
ამ ფონდიდან დაფინანსდება სოფელ ქვიშხეთში წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაც, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 400,000 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 985,258 ლარით დაფინანსდება სოფელ ქვიშხეთში გზის მოასფალტების სამუშაოები, ხოლო სოფელ ტეზერში შესასვლელი გზის მოასფალტებისთვის 400,000 ლარი დაიხარჯება.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდება დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე. ამისთვის რეგფონდში 542,400 ლარია გათვალისწინებული.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ზემო ოსიაურში გზის მოასფალტებით დასრულდება, რისთვისაც 857,568 ლარია გამოყოფილი.
ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 3 185 226 ლარს შეადგენს.