ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო

486

ლაგოდეხში, სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია “ინსი“ აღადგენს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს.

მერმა განაცხადა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ქ.ლაგოდეხში დასრულებული იქნება, შემდეგ კი დაზიანებულ გზის საფარს ყველა იმ სოფელში აღადგენენ, სადაც სასმელი წყლის პროექტი მიმდინარეობს.