რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ამირან ჯანჯღავა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მალხაზ კომლაძე და საკრებულოს წევრი, გიორგი ჭანტურია ამავე ოლქის მოსახლეობას შეხვდნენ.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი და მაჟორიტარი დეპუტატი პირადად ეცნობოდნენ მოსახლეობის პრობლემებს.
"შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, გაკეთდა აქცენტები სამომავლო...
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის მერიაში არსებობს შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომელშიც ქალაქში სატრანსპორტო მაგისტრალის განტვირთვაზეა საუბარი.
გამოცემა წერს, რომ დოკუმენტში სამი ძირითადი ღონისძიებაა გაწერილი, რომლის განხორციელების შემდეგაც გორში განიტვირთება სატრანსპორტო მაგისტრალი, დაიზოგება ბენზინი, შემცირდება გამონაბოლქვი და ა.შ.
ეს დოკუმენტი 2013 წელს შეიქმნა და აღნიშნულია, რომ მისი განხორციელება 2020 წლამდეა შესაძლებელი.
შიდა მოხმარების დოკუმენტს ჰქვია ,,გორის მუნიციპალიტეტის კლიმატ–კონტროლისა და ენერგიის ხარჯვის რეგულირების სისტემის...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და მათ ასისტენტებს არჩევს. კონკურსი 21 პოზიციაზეა გამოცხადებული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დაბა ასპინძაში მერის წარმომადგენელის სახელფასო ანაზღაურება 700 ლარი იქნება, ხოლო სოფლებში წარმომადგენლებსაც და ასისტენტებსაც 650 ლარი ექნებათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 17 თებერვალია. განმცხადებლებს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. აპლიკანტები კონკურსის სამ ეტაპს გაივლიან – საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები...
ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის შედეგად რვა მოხელე შეირჩა. ხუთი პოზიცია კი ვაკანტური დარჩა და მათ დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში თავისუფალი დარჩა: საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის პოზიციები, ასევე თავისუფალია ორი ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურში.
მერიაში ამბობენ, რომ ხუთივე პოზიციაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებენ:...
თბილისში, დიდ დიღომში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თავდადებულის ქუჩა №12, №14, №16 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდადებულის ქუჩა №4-ის, №14-სა და გიორგი ბრწყინვალეს №1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ტარდება.
რაიონის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
2009 წლიდან დღემდე ხულოში არსებულ თემის 14 სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შენობებში დასაქმებულ მედიკოსებს, გარკვეული პრობლემების გამო შუქი არ გაუყვანეს, სამაგიეროდ დაუმონტაჟეს მედიკამენტების შესანახი მაცივრები, რომლებიც მთელი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას უფუნქციოა, რადგან მისი ჩართვა ვერასდროს შეძლეს.
თემის მედპუნქტები წინა ხელისუფლების დროს, კერძო საკუთრებაში ააშენეს - შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის, მიწა კი მოქალაქეს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე ელექტროენერგია ვერ შეჰყავს, რადგან...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს გორის მერის, მისი მოადგილეების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი ორი მოადგილის ხელფასების ზრდაზე იმსჯელებს. ინფორმაციას "თრიალეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შემთხვევაში, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს 2650 ლარის ნაცვლად 3200 ლარი ექნება ხელფასი. მისი მოადგილეების ალექსი მარიამიძისა და ეკა სუხიშვილის ხელფასები კი 2050 ლარიდან 2350 ლარამდე გაიზრდება. კიდევ ერთი მოადგილე გელა კაპანაძე კი 2150...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანგარიში წარადგინა.
წყალმომარაგების კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, 55 ქალაქსა და 304 სოფელში ოპერირებს და ამ ეტაპისთვის 330 000-მდე აბონენტს ემსახურება.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 49 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ჯამური ღირებულებით - 90 268 514 ლარი.
2013 წლიდან დღემდე წყალმომარაგების რეჟიმები გაუუმჯობესდა 200...
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები ცხრა თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
აღწერილი მონაცემები დამუშავების შემდეგ ვიზუალიზაციისთვის თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.
ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და...
გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი მანანა გვარამია დაინიშნა. მანანა გვარამია საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Livepress-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანანა გვარამიამ იანვრის დასაწყისში, მერის მოადგილის მაიზერ ნანავასთან გამართულ თათბირზე შეიტყო გაერთიანებული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მაშინ გვარამიამ თქვა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოწურული ჰქონდა და გაუგრძელებდნენ თუ არა არ იცოდა.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის...
გარდაბნის საკრებულოს წევრი გივი ძმანაშვილი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გარდაბნის საკრებულოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ძმანაშვილისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მათი თქმით, დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და დაკეტილია მისი სამუშაო კაბინეტიც.
გივი ძმანაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თელეთის მაჟორიტარის მანდატით იყო წარდგენილი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, ვებ-გვერდებზე სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 70%, საკრებულოში შემთხვევაში კი 57,5 % არ ქვეყნდება.
ფოთის საკრებულომ 2016 წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა, მერიისა და...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მოქმედი პრაქტიკის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა მოამზადა.
კვლევის მიხედვით, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (www.chkhorotsku.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 56,8%, საკრებულოში შემთხვევაში კი 55 % არ ქვეყნდება.
ორგანიზაციის ცნობით, არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, მე-20 საუკუნის "სტალინური“ ეპოქის ნაგებობები აღწერა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"უწყების მიერ აღიწერა მე-20 საუკუნის „სტალინური“ ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც თავის დროზე უნიკალურ, ერთიან კომპლექსს ქმნიდა. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის...
სამტრედიის საკრებულოში ცხრა ფრაქციიდან სამი გააუქმეს. სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ მთავრობისგან ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით შენიშვნა მიიღეს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
„იყო რაღაც შენიშვნები მთავრობისგან, რის შემდეგაც რამდენიმე ფრაქცია გაუქმდა და დარჩა მხოლოდ ექვსი,“ - თქვა ნუგზარ ჯამბურიამ, თუმცა არ დააკონკრეტა ვისგან მიიღეს „რეკომენდაცია“.
2017 წელს სამტრედიის მეოთხე მოწვევის საკრებულოში ცხრა ფრაქცია შეიქმნა. მათგან რვა მმართველ გუნდს წარმოადგენდა: „ქართული ოცნება“; „ქართული...
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ინიციატიავების ფინანსური მხარდაჭერა აქვს მიზნად რეგიონულ ჰაბს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხსნა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბი ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ბაზაზე ამოქმედდა პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში სულ ათი ასეთი ჰაბი გაიხსნა. თითოეულ რეგიონში ამ ფუნქციას ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითავსებს, რომელმაც კოორდინაცია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































