2018 წელს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანია პროექტებისთვის 150 მილიონ ლარს დახარჯავს

974

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანგარიში წარადგინა.

წყალმომარაგების კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, 55 ქალაქსა და 304 სოფელში ოპერირებს და ამ ეტაპისთვის 330 000-მდე აბონენტს ემსახურება.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 49 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ჯამური ღირებულებით – 90 268 514 ლარი.

2013 წლიდან დღემდე წყალმომარაგების რეჟიმები გაუუმჯობესდა 200 000-მდე მოსახლეს, მათ შორის 73 000-მდე მომხმარებელი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. ბოლო 5 წლის მანძილზე ფიქსირდება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე წლიურად გახარჯული თანხების ათვისების მზარდი დინამიკა. თუ 2013 წელს კომპაინამ 23 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა, დღეს ეს თანხა 6.5-ჯერ არის გაზრდილი და 2018 წლის გეგმა 150 მილიონ ლარს შეადგენს.

გიორგი კობერიძემ ისაუბრა მიმდინარე წელს დაგეგმილ 10 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სამშენებლო სამუშაოებზე და  მიმდინარე იმ 19 მასშტაბურ პროექტზე (ჯამური ღირებულებით 524 239 014 ლარი), რომელთა დასრულების შემდეგ მეტი აბონენტი ისარგებლეს 24-საათიანი წყალმომარაგებით და წყალარინების ინფრასტრუქტურით.